spot_img
მთავარიეს საინტერესოა"მოვინახულეთ გათხრების შედეგები" - თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრმა...

“მოვინახულეთ გათხრების შედეგები” – თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრმა ვაშნარის არქეოლოგიური გათხრები მოინახულა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოზურგეთში სამუშაო ვიზიტისას გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად ვაშნარის ნაქალაქარის მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები მოინახულა და გაეცნო ძეგლის მდგომარეობას.
ამჟამად, ვაშნარის ტერიტორია ორ პროექტს მასპინძლობს: სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული და ხელშეწყობილი არქეოლოგიური გათხრები; კულტურის სამინისტროს კონკურსის „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ გამარჯვებული პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, რომლის ბიუჯეტი წელს 15 000 ლარს შეადგენს.

ვაშნარის ექსპედიციას არქეოლოგი ვაჟა სადრაძე უძღვება და მასში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები. მიმდინარეობს კვლევა-ძიებითი სამუშაოები, ძველი მონაკვეთების გაწმენდა და ახლების შესწავლა.

არქეოლოგებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საჭიროებებს, უკვე გათხრილი მასალის კონსერვაციისა და შენახვის საკითხებს. გამოითქვა მზაობა, არქეოლოგიურ სამუშაოებში სტუდენტების კიდევ მეტი ჩართულობისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 1993 წლიდან, პერიოდულად ტარდებოდა ძეგლის სტაციონარული გათხრები (გაიწმინდაშესწავლილი სამნავიანი ბაზილიკა, მარტირიუმის ზედა ნაწილი და ციტადელის გალავნის ერთი მონაკვეთი). 2021 წელს, კულტურის მინისტრის ვაშნარში ვიზიტის შედეგად, არქეოლოგიურმა გათხრებმა კიდევ უფრო აქტიური და მასშტაბური სახე მიიღო.

განსაკუთრებულია უკვე შესწავლილი სალოცავ-მარტირიუმი, როგორც ადრექრისტიანული საკულტო ძეგლი, რომლის ანალოგები მხოლოდ სირია-პალესტინაშია აღმოჩენილი (აშური, ხატრა, ბაბილონი და სხვ.). ბუნებრივია, ეს ფაქტი ძეგლის კვლევას ამ თვალსაზრისითაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

ინფორმაციისთვის – ვაშნარი IV-VIII საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია თავისი ციხე-ქალაქებით, მოწამის განსასვენებლით – მარტირიუმით, საკათედრო ტაძრით – სამნავიანი ბაზილიკითა და სასიმაგრო სისტემით. ამ კომპლექსში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მარტირიუმი, მოწამის საფლავზე აგებული საკულტო დანიშნულების ნაგებობა. მეცნიერთა ვარაუდით სამონასტრო კომპლექსი IV საუკუნეში აიგო და მან VIII საუკუნის შუა წლებში შეწყვიტა არსებობა (სავარაუდოდ, დაინგრა მურვან ყრუს შემოსევის შედეგად). ძეგლი, სამონასტრო ცხოვრებასთან ერთად, ქალაქის (სამრეწველო-სავაჭრო) ფუნქციასაც ითავსებდა. ძეგლის ფართომასშტაბიანი შესწავლა სიღრმისეულად წარმოაჩენს ადრეული შუა საუკუნეების ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიც არის გეგმარება, საგალავნო-დაცვითი სისტემის მშენებლობის სპეციფიკა, კოშკების გალავანთან კავშირი, საკულტო ნაგებობები.

ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს

 

თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა ვაშნარის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შესახებ და კონკრეტული შეფასება-განმარტებები გააკეთა:

,,მოვინახულეთ გათხრების შედეგები. აქ ორი პროექტი მიმდინარეობს პარალელურად: ერთი გახლავთ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული და ხელშეწყობილი არქეოლოგიური გათხრები ბატონი ვაჟას ხელმძღვანელობით; მეორე პროექტი გახლავთ, ,,არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად”, რომელსაც აფინანსებს სამინისტრო. ჩვენ ექსპედიციაში გამოვაგზავნეთ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც სარგებლობენ საზაფხულო პერიოდით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...