spot_img
მთავარიაქტუალური თემები"ქართულმა ოცნებამ" საკუთარი თავი ამოწურა და მიმდინარეობს ხელისუფლებიდან...

“ქართულმა ოცნებამ” საკუთარი თავი ამოწურა და მიმდინარეობს ხელისუფლებიდან მათი გაცილების პროცესი – გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს ეხმიანება. გიორგი ვაშაძის აზრით, მიუხედავად “ყინულის დნობისა” პოლიტიკურ პროცესებში, მაინც ნულოვანია ნდობა საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდანა „ქართული ოცნების“ მიმართ და რეალურად მიმდინარეობს ხელისუფლებიდან მათი გაცილების პროცესი:

„შეხვედრის მეორე რაუნდი ასევე მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობისა და საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლის და წნეხისთვის.

მოვუსმენთ „ქართულ ოცნებას“, რომელთაც უნდა ეფიქრათ იმ მოდელთან დაკავშირებით, რაც ჩვენ შევთავაზეთ. გერმანული მოდელი ქართული მოდიფიკაციით არის დღის წესრიგში და შესაბამისად, ამის მიხედვით იქნება რეაგირება.

პირდაპირ ვამბობ, ყინულმა დაიწყო დნობა, მაგრამ ნდობა საზოგადოების მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც „ქართული ოცნების“ მიმართ ნულოვანია, რომელიც როგორც წესი, ტყუილებით გამოირჩევა ხოლმე. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ის რაც საზოგადოებას უნდა იქცეს რეალურ კანონპროექტად, საქართველოში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და არა ის არჩევნები, რომელშიც ხელისუფლებას მიიტაცებს ვინმე კონკრეტული ადამიანი.

დღესავით ნათელია რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა და მიმდინარეობს ხელისუფლებიდან მათი გაცილების პროცესი, ყველაზე მეტად სწორედ საჯარო მოხელეებს ამოუვიდათ ყელში ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს ქვეყანაში. სამოქალაქო დაპირისპირება ქართული ოცნების გამო ქვეყანაში არ მოხდება, რაც არ უნდა ძალადობა გამოიყენონ, ჩვენ ძალადობას მშვიდობით ვპასუხობთ და ამაშია ჩვენი ძალა,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...