შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"შინდისის გმირებმა დაუფიქრებლად დათმეს სიცოცხლე, მაგრამ მტერს არ...

“შინდისის გმირებმა დაუფიქრებლად დათმეს სიცოცხლე, მაგრამ მტერს არ დაუთმეს სამშობლო, შეუპოვარი ბრძოლით იცავდნენ მის ღირსებას, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას” – თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

სახელმწიფო მინისტრმა მემორიალთან შეკრებილ დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

საქართველოს და მის მომავალ თაობებს, დარწმუნებული ვარ, მარად ემახსოვრებათ, შინდისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ, უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში, 17 ქართველი მებრძოლის შთამბეჭდავი გმირობის, მართლაც, უკვდავი ისტორია. შინდისის გმირებმა დაუფიქრებლად დათმეს სიცოცხლე, მაგრამ მტერს არ დაუთმეს სამშობლო, შეუპოვარი ბრძოლით იცავდნენ მის ღირსებას, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, მშვიდობისთვის, სწორედ მშვიდობისთვის!

საქართველოში მშვიდობის დაცვა და განმტკიცება, ომით გაყოფილი ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანად გაერთიანება, გამთლიანება არის ჩვენი პოლიტიკის უპირატესი მიზანი, რომლის სრულყოფილად მიღწევაც იქნება ჩვენი გმირების ღვაწლის საუკეთესო დაფასება.

დღეს მე პატივს მივაგებ, ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვუთანაგრძნობ ოჯახებს და ამავდროულად პატივისცემას ვუდასტურებ მათ სამშობლოს სიყვარულით, ასეთი სიმამაცით შთაგონებული გმირების აღზრდისთვის, რაც საამაყოა, მაგრამ ამავდროულად ნამდვილად უმძიმესი ხვედრია. დიდება ჩვენს გმირებს,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მალე ბევრი დაჭერილი და გაკულაკებული რომეოები გვეყოლება” – ნინო ჯანგირაშვილი

ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებისას კონკრეტულ მოლოდინებზე საუბრობს ტელეკომპანია "კავკასიას"...

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

“სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ნინო დათაშვილს, გამბედავ და სამართლიანობისთვის მებრძოლ მასწავლებელს” – გიორგი...

სოციალურ ქსელში მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება მასწავლებლის, ნინო დათაშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...