,,ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თამაზ დათუნაშვილი პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს რიკოთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით და მოითხოვს მაღალი ნდობის მქონე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას:
,,ვითხოვ, საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნას და რიკოთის საკითხის დეტალურად შესწავლას. იმიტომ, რომ დღეს საქართველოსა და მისი ყველა მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რიკოთის უღელტეხილზე გამავალი ჩქაროსნული გზა.
საქართველოს ყველა მოქალაქე, ფაქტიურად ყოველი მეორე, კვირაში ერთხელ მაინც კვეთს საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალს და მისი სიცოცხლის საფრთხე, დღეს, რისკის წინაშე დგას, როდესაც ვიცით – რა კომპანიები ოპერირებენ იქ.
ეს კომპანიები მსოფლიოს არცერთ წერტილში არავითარ სტანდარტს არ იცავენ. ეს კომპანიები ძალიან ბევრ ქვეყანაში გახვეულნი არიან კორუფციულ სკანდალებში და აგრეთვე, სამშენებლო კატასტროფებში.
ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი აქ არის მაღალი ნდობის მქონე საერთაშორისო აუდიტის ჩატარება, რომელიც შეიცავს როგორც კონსტრუქციულ ნაწილს, ისე ფინანსურ დარღვევებს, კორუფციულ რისკებს და შესრულების ვადებს” , – განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე