კვირა, მაისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვითხოვ, საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნას და...

“ვითხოვ, საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნას და რიკოთის საკითხის დეტალურად შესწავლას” – თამაზ დათუნაშვილი

,,ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თამაზ დათუნაშვილი პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს რიკოთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით და მოითხოვს მაღალი ნდობის მქონე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას:

,,ვითხოვ, საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნას და რიკოთის საკითხის დეტალურად შესწავლას. იმიტომ, რომ დღეს საქართველოსა და მისი ყველა მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რიკოთის უღელტეხილზე გამავალი ჩქაროსნული გზა.

საქართველოს ყველა მოქალაქე, ფაქტიურად ყოველი მეორე, კვირაში ერთხელ მაინც კვეთს საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალს და მისი სიცოცხლის საფრთხე, დღეს, რისკის წინაშე დგას, როდესაც ვიცით – რა კომპანიები ოპერირებენ იქ.

ეს კომპანიები მსოფლიოს არცერთ წერტილში არავითარ სტანდარტს არ იცავენ. ეს კომპანიები ძალიან ბევრ ქვეყანაში გახვეულნი არიან კორუფციულ სკანდალებში და აგრეთვე, სამშენებლო კატასტროფებში.

ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი აქ არის მაღალი ნდობის მქონე საერთაშორისო აუდიტის ჩატარება, რომელიც შეიცავს როგორც კონსტრუქციულ ნაწილს, ისე ფინანსურ დარღვევებს, კორუფციულ რისკებს და შესრულების ვადებს” , – განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...