ორშაბათი, ივლისი 14, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიასე გაგრძელდება მოხუცების ძარცვა, კორუფციის გამო ახალგაზრდების მომავლის...

ასე გაგრძელდება მოხუცების ძარცვა, კორუფციის გამო ახალგაზრდების მომავლის განადგურება და მკვლელობები, ყველა უბედურება გაგრძელდება, ვიდრე ქუჩაში არ გამოვა ხალხი და არ გაყრის ამ “არაქართულ ოცნებას”… – თაკო ჩარკვიანი

მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე “ქართული ოცნების” დეპუტატის დანიშვნას, ქვეყანაში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრის პარალელურად, ხელისუფლების მიმართ მწვავე პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:

ეს ზუზუნ-წუწუნი უკვე უსუსურობის განცდას იწვევს რა… ახლა შეიტყვეთ, რომ თავის კადრს ნიშნავს უმრავლესობა ანუ “არაქართული ოცნება” ?! აბა რას ელოდით?! დიახ, საკუთარ კადრს, ვინც რუსულ კანონს ხელი მოაწერა და ეს გზა აირჩია დანიშნა თანამდებობებზე, აბა რას იზამდნენ??

ასე იქნება კორუფცია იმძვინვარებს, ასე არ ჩატარდება პრევენცია სტიქიის ზონაში, ასე გაგრძელდება მოხუცების ძარცვა და კორუფციის გამო ახალგაზრდების მომავლის განადგურება და გარდაცვალება, მკვლელობები, ყველა უბედურება გაგრძელდება, ვიდრე ქუჩაში არ გამოვა ხალხი და არ გაყრის ამ “არაქართულ ოცნებას”… ჩვენ კი, მიგვაჩვიეს თითქოს იმ ძველისძველ შემზარავ გამონათქვამს “კაცო ჩვენ ვიყოთ კარგად, თორემ სხვა მეწყერსაც წაუღიაო“.

ჰოდა, ის “სხვა”, რომ აღარ არსებობს და ყველას ჩაიტანს მთელ ქვეყანას ეს “პოლიტიკური რუსული მეწყერი”, სანამ ამას არ მიხვდება სამოქალაქო საზოგადოება და მდუმარე ოპოზიცია, (ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს) მანამდე ასე ვივლით ლენინის გზით “ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“😂

არ ეშინიათ ხალხის რისხვის? მეკითხება ახლობელი, კი ეშინიათ თუ დაანახებ რისხვას, ეშინიათ და უკანაც იხევენ მომენტალურად, მაგრამ…, გელათი დავიცავით?? ვერ, რადგან თითო-ოროლა ვიდექით და ვაპროტესტებდით, ბაჩალიაშვილის საქმე დავიცავით? ვერ, რადგან აქაც გათითოკაცებული ვიყავით; 20 ივნისის პროტესტის დროს თვალების დათხრაც შერჩათ, ბრძანების გამცემი პრემიერად დაწინაურდა და დღეს ოპოზიციაშია – გახარია, ოღონდ კითხვებზე პასუხი ჯერაც არ გაუცია; ლექსო ლაშქარავას სიკვდილი და ტალახში ამოთხვრაც შერჩათ; მაჩალიკაშვილის ლოგინში ჩაცხრილვაც შერჩათ; 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, დიდი დაპირებების მიუხედავად, კვლავ რომ კორუფციის გამო მოუმზადებლად შეხვდნენ სტიქიას და “ღამეაო და ვერ ვიმუშავებთო“, ხალხი რომ მიწის ქვეშ იყო იმ დროს გაბედეს და გამოგვიცხადეს, ჰოდა რა გაოცებულები ხართ ზოგიერთი, მწერალთა სახლის დირექტორის დანიშვნის გამო??? აბა ამ ზემოთჩამოთვლილის გამპროტესტებელ რომელიმე მწერალს ხომ არ დანიშნავდა ოცნება?!

ვერ გავიგე რუსეთის ხელისუფლებას ვარქმევთ და ვეძახით ამ არაქართულ ოცნებას და რუსული კანონის მომხრეს და ხმის მიმცემს დანიშნავდა აბა რა?!

P.S
არა რუსულ კანონს!
არა არაქართულ ოცნებას!✌️
კი ბატონო, ოღონდ აქ არა, ეს ქუჩაში უნდა ითქვას!
სხვა დანარჩენი უკვე უხერხული ფბ. კაკუნი და “ლირიკაა”!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი:

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკური შეფასებებით, ევროპარლამენტის...

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“იმათ საყურადღებოდ, ვინც დღემდე მე თუ სხვა ადამიანებს საყვედურობს, რომ ბიძინამ ბევრი სიკეთე გაგვიკეთა...

საზოგადოებაში გავრცელებულ კონკრეტულ მინიშნებებს, ერთგვარი შედარებითი განმარტებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი,...

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...