შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ძლიერი საქართველო არ აშენდება ამ და სხვა უამრავი...

“ძლიერი საქართველო არ აშენდება ამ და სხვა უამრავი გმირი ბიჭების შესაბამისი დაფასებისა და პატივისცემის გარეშე” – გიორგი ვაშაძე “აგვისტოს ომთან” დაკავშირებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და პარტიის სხვა წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ვაშაძის თქმით, ქართველი მებრძოლების როლი უდიდესია საქართველოს მთლიანობის შენარჩუნებაში და საქართველოს აქვს შანსი იყოს – ერთიანი ძლიერი, დასავლური ცივილიზაციის ღირსეული წევრი:

7 აგვისტოს თავს დაგვესხა რუსეთი, ეს არის უკვე მსოფლიოს მიერ აღიარებული ფაქტი, მითუმეტეს, 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და ახლა უკრაინაში მიმდინარე ომის შემდგომ, ყველამ დაინახა, რომ რუსეთი არ გაჩერდა მხოლოდ საქართველოზე თავდასხმით.

ის, რომ დღეს გვაქვს პერსპექტივა გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რეგიონის ლიდერი სახელმწიფო, უპირველესად ჩვენი გმირი ბიჭების დამსახურებაა. სწორედ ამიტომ ამ პატივისცემის დასტურად ვარ დღეს მე აქ. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ძლიერი საქართველო არ აშენდება ამ და სხვა უამრავი გმირი ბიჭების შესაბამისი დაფასებისა და პატივისცემის გარეშე. საქართველო იქნება ერთიანი, საქართველო იქნება ნატოსა და ევროკავშირის წევრი უსაფრთხო ქვეყანა.

დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!

საქართველოს აქვს ძალიან დიდი მომავალი და ამ გმირების წვლილი არის ძალიან დიდი და სწორედ ამ ფუნდამენტზე უნდა ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირისა და „ნატო“-ს წევრი საქართველო,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“ქალების და თითქმის ბავშვების პატიმრობაც ჯერ აპეტაიზერადაა ჩამორიგებული” – ნათია ფანჯიკიძე

ამ ბოლო პერიოდში დაპატიმრებების სერიას, ასევე, პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის...

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...