spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბაზარი გაჯერებულია, ძალიან ბევრი ავტომობილი თვეობით დგას ბაზრობაზე...

“ბაზარი გაჯერებულია, ძალიან ბევრი ავტომობილი თვეობით დგას ბაზრობაზე და არ იყიდება” – ალექსი ნონიაძე

დღეს, რუსთავის ავტობაზრობაზე ავტოიმპორტიორების აქცია გაიმართა. მათი მთავარი მოთხოვნა ბაზრის ტარიფების შემცირება იყო. მაღალი ფასების გამო ავტოიმპორტიორები ფინანსურად ვეღარ ახერხებენ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. აღნიშნულ თემასთან დაკავშირები სააგენტო ,,პარალელთან” კომენტარი გააკეთა ,,ავტო იმპორტიორთა ასოციაციის” თანადამფუძნებელმა, ალექსი ნონიაძემ:

,,ავტოიმპორტიორებმა ჩვენს ასოციაციას მომართეს დავხმარებოდით მომსახურების მაღალი ტარიფების გამო რუსთავის ავტობაზრობის („ავტოპაპა“) ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების წარმოებაში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურად ვაწარმოებდით კონსულტაციებს ბაზრობის დირექციასთან ავტოიმპორტიორებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ბაზრობის დირექცია არავითარ დათმობაზე არ წამოვიდა, მეტიც, სატარიფო გეგმა ისე შეუცვალა ავტოიმპორტიორებს, რომ მათი ფინანსური ვალდებულებები ამ თვის ბოლოს კიდევ უფრო გაიზრდება.

ბოლო დროს ავტოიმპორტს ბევრი გამოწვევები დაუგროვდა, პანდემიის შედეგად მიღებული ზარალის შემდეგ კიდევ უფრო გამკაცრდა საგადასახადო კოდექსის ადმინისტრირება (გზაში ავტომობილის მფლობელის შეცვლა შეუძლებელია), აზერბაიჯანის საზღვარი კვლავ ჩაკეტილია, გაიზარდა ავტომობილის ამერიკიდან ჩამოყვანის ხარჯები და დრო, აზერბაიჯანმა კი საკუთარ ტერიტორიაზე შეზღუდა 2013 წლის ქვემოთ ავტომობილების შეყვანა და განბაჟება. ევროკავშირის სანქციების 11 პაკეტის თანახმად – რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა, შესაბამისად, ნეგატიური მოლოდინები შექმნა სომეხ და ყაზახ დილერებში, რამაც მოთხოვნაზეც უარყოფითად იმოქმედა.

შედეგად ავტოიმპორტიორების გადახდისუნარიანობა დღითიდღე მცირდება. ბაზარი გაჯერებულია, ძალიან ბევრი ავტომობილი თვეობით დგას ბაზრობაზე და არ იყიდება.

ავტოიმპორტიორების აქციის დღევანდელი მოთხოვნა იყო ბაზრის ტარიფების ორჯერ შემცირება, იმ მომენტამდე, სანამ ვაჭრობა არ გამოცოცხლდება და მათაც არ მიეცემათ ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება. ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ ბაზრობის წინაშე წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების მიმართ, მაგრამ მაღალი ტარიფის გამო დიდი თანხების გადახდა უჭირთ”, – განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში პარკირებით სარგებლობა უფასოა, ხოლო მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები ...

„რუსთაველის გამზირზე წარმოებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე...

“მოსწავლეებზე სისტემური ძალადობა “ქართული ოცნების” “ნოუ ჰაუ” ხდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...