spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "დასვენების დღეები დაუმთავრდათ და ჩემმა სამმა...

კახა კალაძე: “დასვენების დღეები დაუმთავრდათ და ჩემმა სამმა მცირეწლოვანმა შვილმა რაჭა სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩემივე ავტომობილით დატოვა”

დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის სამძიმრის გამოცხადების შემდეგ, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა კონკრეტული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენი სტიქიის ადგილზე მისი ოჯახის გადასარჩენად ჩაფრინდა.

თბილისის მერმა აღნიშნულ ინფორმაციას კონკრეტული მედიაარხის მიერ მიზანმიმართულად გავრცელებული სამარცხვინო პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ დასვენების დღეების დასრულების გამო, მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა რაჭა სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, ავტომობილით დატოვეს:

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ეს მართლაც ასე იყო. ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას და ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ კუთხის მიმართ.

გუშინ დასვენების დღეები დაუმთავრდათ და სანამ სტიქია, ეს უბედურება დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემივე ავტომობილებით დატოვეს ტერიტორია, აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება. ეს სპეკულაციები მიზანმიმართულად ხდება და მიმდინარეობს.

კონკრეტულად „TV პირველს“ მინდა მივმართო, თქვენ ხართ სამარცხვინოები, როდესაც ასეთი ტრაგედიისა და უბედურების ფონზე, ამგვარ სპეკულაციებს ავრცელებთ. სამარცხვინოები ხართ მთლიანად თქვენი კოლექტივი, თქვენ ხელმძღვანელებთან ერთად. ასაუბრებთ ადამიანს, ქალბატონს, რომელიც უდიდესი უბედურების წინაშე დგას, ეძებს ოჯახის წევრებს და სპეკულირებთ, თითქოს, ჩემმა შვილებმა გამოიყენეს ვერტმფრენი და მისი საშუალებით დატოვეს ტერიტორია.

მადლობელი ვარ ღმერთის, რომ შვილები გადამირჩინა, თუმცა, ვთქვათ, იქ რომ ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ, არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ უნდა გადმოეყვანათ? საერთოდ არ მესმის, რაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამარცხვინოები ხართ, როდესაც ასეთ მიზანმიმართულ სიბინძურეს ავრცელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ოქრიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე, კახა კალაძისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „ოქრიაშვილი არის ნაძირალა, რომელიც მზადაა, იკადროს და გააკეთოს ყველაფერი“.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...