spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: დღეს ვერცერთი მაღალჩინოსანი ვერ გაბედავს, ბიუჯეტიდან...

კახა კალაძე: დღეს ვერცერთი მაღალჩინოსანი ვერ გაბედავს, ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, პირადი მასაჟი ან შვილის სწავლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავალი მის ქონებრივ დეკლარაციაში სრულადაა ასახული და ყველასთვის ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერის შემოსავლებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მაღალჩინოსნები ქვეყნის ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ, თუნდაც, საკუთარი შვილების სწავლას.

პრემიერის შემოსავალს რაც შეეხება, ყველაფერი მითითებული აქვს დეკლარაციაში. ერთ რამეს გეტყვით: დღეს საქართველოში, ვერცერთი მაღალჩინოსანი, თუნდაც პრემიერ-მინისტრი იყოს, ვერ გაბედავს, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, საკუთარი თავის მასაჟი ქალბატონების ჩამოყვანით. ბევრი მაღალჩინოსანი ვიცი, რომელთაც ძალიან ნიჭიერი და წარმატებული შვილები ჰყავთ, მაგრამ ეს ვერ იქნება საბაბი იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან ფული აიღოს ვინმემ და თავისი შვილის სწავლა დააფინანსოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...