spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზაზა შათირიშვილი არის სახელი და გვარი, თორემ წერილს...

“ზაზა შათირიშვილი არის სახელი და გვარი, თორემ წერილს ბიძინა ივანიშვილი წერს” – გიორგი ვაშაძე

პარლამენტის წევრის, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ტვ ,,პირველის“ ეთერში, ეკა მიშველაძის ,,დღის ამბებში“ საპასუხო კომენტარს აკეთებს ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის წერილზე:

,,არასდროს არ უნდა ავყვეთ ,,ქართული ოცნების“ შემოგდებულ თემებს – არ გვაინტერესებს, დავაიგნოროთ. იმიტომ, რომ იქ ხალხი არ არის, იქ ადამიანების საჭიროება არ არის. მაგალითად, ჩვენზე თავდასხმები – ,,გამარჯვების პლატფორმაზე“, ან ჩემზე. და ეს წერილი შათირიშვილის არ არის, ბიძინა ივანიშვილის წერილია, ხომ იცით. შათირიშვილი არის სახელი და გვარი, თორემ იმას ბიძინა ივანიშვილი წერს. თუ ბიძინა ივანიშვილი უკვე წერილებს გვიძღვნის ე.ი. ეშინიათ. შიში აქვთ იმიტომ, რომ ზუსტად დაინახეს, ჩვენ მივდივართ სწორი გზით – ,,გამარჯვების პლატფორმა. ,,ქართულ ოცნებას“ ერთადერთ შემთხვევაში აქვს შანსი, თუ ჩვენს საქმეზე ორიენტირებულ ხაზს, ისევ წავყვებით – ,,ქართული ოცნების“ ხაზს და რაღაცა უაზრო დისკუსიებში შევალთ.

მე დღესაც ვთქვი, რომ ჩვენსა და მათ შორის განსხვავება ის არის, რომ ჩვენ საქმის მკეთებლები ვართ, ისინი არიან ჭორიკნები, რაღაცა სისულელეს მოიგონებენ, გამოვლენ, მერე სულ ამაზე ლაპარაკობენ.

მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი – ეს მინდა, საზოგადოებამ იცოდეს. ყოველთვის ჩემი ქვეყნის, სამშობლოს ინტერესებიდან ვმოქმედებ. 3 შვილი მეზრდება და ამ ქვეყანაში მინდა გაიზარდონ. ჩემთვის ამერიკა არის სტრატეგიული პარტნიორი. ძლიერი საქართველოს მშენებლობის გასაღები.

აგენტები არიან თვითონ, რომლებიც რუსულ ინტერესებს ატარებენ. მე ყოველთვის ქართულ, ჩემს ეროვნულ ინტერესებს ვემსახურები, იმ შინაარსს ვემსახურები, რაზეც გავიზარდე, რაზეც დგას ჩვენი ისტორიული წარსული, აწმყო და რაზეც ავაშენებთ ძლიერი საქართველოს მომავალს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის: ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა გიორგი ვაშაძის მიმართ მწვავე შეფასებები გააკეთა:
,, აშკარაა, რომ ახალი როლისთვის ამერიკელები ვაშაძეს უკვე დიდი ხანია ამზადებენ – გასული წელიწადნახევრის განმავლობაში რამდენჯერმე წაიყვანეს ამერიკაში; ერთხელ იქედან ათქმევინეს, შეხვედრებიდან გამოსული გეუბნებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდებაო; სათავეში ჩაუყენეს ძალადობრივ ქმედებებს 7-8 მარტის აქციების დროს და ა.შ. ვაშაძის თვისებებს თუ დავაკვირდებით, ამერიკულ ხელწერას იოლად ამოვიკითხავთ.

თავისი თვისებებით, ვაშაძე ძალიან გავს ამერიკელების მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს – ხაბეიშვილისგან განსხვავებით, თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, სააკაშვილივით ექსცენტრულია და რაც მთავარია, სააკაშვილივით, მასაც შუბლის ძარღვის ნატამალი არა აქვს. შესაბამისად, როგორც უცხოელი აგენტი და უსამშობლო კაცი, ვაშაძე მზადაა უფროსების ნებისმიერი დავალება უყოყმანოდ შეასრულოს“, – წერს ზაზა შათირიშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბრწყინვალედ ჩატარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" XIII...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“გახსენებთ! 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ჯერ სისტემიდან არავის უგია პასუხი. მოჩვენებითადაც კი” – ნანკა...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გულისტკივილს გამოხატავს 2 კვირის წინ მომხდარ...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...