spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ე.წ. ოპოზიციის, ხალხის მტრების მიზანია, რომ როგორმე ჩავარდეს...

“ე.წ. ოპოზიციის, ხალხის მტრების მიზანია, რომ როგორმე ჩავარდეს სეზონი, რაც პირველ რიგში დაარტყამს ჩვენს მოსახლეობას, მათ ეკონომიკურ მდგომარეობას და მერე უკვე გამოიყენონ ხალხის სოციალური უკმაყოფილება” – თორნიკე რიჟვაძე

,,ის, რაც გუშინ ხდებოდა ჩვენს ქალაქში, საბედნიეროდ ეს იყო კიდევ ერთი მორიგი აქცია კოლექტიური ნაც-მოძრაობის. დაახლოებით 150-160 კაცი აპროტესტებდა ტურისტების შემოსვლას ბათუმში და სრული დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ აქედან 90% წარმოადგენდა ნაც.მოძრაობას და მათ დანაყოფ პარტიებს.

ხალხი, რომლებიც დროთა განმავლობაში პარტია “დროა”, “ნაც.მოძრაობის”, მათ შორის, რუსეთის წიაღში გამოზრდილი კონკრეტული სუბიექტები აპროტესტებდნენ რუსი ტურისტები შემოსვლას ჩვენს ქალაქში. ასევე, მინდა შეკითხვა დავსვა: რა განსხვავებაა იმ ტურისტებს შორის, რომლებიც ჩვეულებრივ შემოდიან საკრუიზო ლაინერით და იმ ტურისტებს შორის, რომლებიც შესაძლოა შემოდიოდნენ ლარსიდან, სხვადასხვა საზღვრიდან, ან თვითმფრინავით ჩამოდიან ჩვენ ქალაქში ან საქართველოს ტერიტორიაზე“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში საკრუიზო გემის ბათუმში შესვლასთან დაკავშრებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

,,ეს ყველაფერი მიზანმიმართული კამპანიაა, რომ ის მიმდინარე, წარმატებული ტურისტული სეზონი, რაც ასე უკლავს გულს ჩვენს მტრებს, როგორმე დააზიანონ. ის კამპანია, რაც ვნახეთ თვეების განმავლობაში, რომელსაც ასე პედალირებდნენ არაკეთილმოსურნეები, რაც შეეხებოდა ზღვის წყლის ხარისხს. მინდა ვთქვა, რომ 10 დღეში ერთხელ პირადად ვაკონტროლებთ ზღვის წყლის ხარისხს, რომ დამატებით სპეკულაციების საშუალება არ მივცეთ ამ მტრულად განწყობილ ძალებს.

მინდა ყველას შევახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, რომელმაც უდიდესი ზიანი მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ გმირ ოჯახებს, სწორედ ამის შემდეგ, ლაჩარი სააკაშვილი აგრძელებდა რუსების მოპატიჟებას, ომის წლისთავზე. სწორედ ის აპირებდა ქართული დღეების გამართვას და კამპანიების წარმოებას ამ მიმართულებით. სწორედ ამ ადამიანის მმართველობის დროს მოხდა, რომ უვიზო რეჟიმი შეიცვალა ცალმხრივად და ასევე, ძალიან კარგად გვახსოვს ის კადრები, როცა ლარსზე პირადად ხვდებოდა და პირადად ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში.

ე.წ. ოპოზიციის, ხალხის მტრების, არის ის, რომ როგორმე ჩავარდეს სეზონი. ეს პირველ რიგში დაარტყამს ჩვენს მოსახლეობას, მათ ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ ხალხი კიდევ უფრო მეტად გააღარიბონ, შეუმცირონ შემოსავლები, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ და მერე უკვე გამოიყენონ ხალხის სოციალური უკმაყოფილება. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...