spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არანაირი პოლიტიკური და პარტიული მრავალფეროვნება - ოპოზიციურ ფლანგზე...

“არანაირი პოლიტიკური და პარტიული მრავალფეროვნება – ოპოზიციურ ფლანგზე არის “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ქოლგის ქვეშ მოქმედი პარტიები” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარში აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ხალხმა ,,ნაციონალური მოძრაობას” საბოლოო გამოუტანოს პოლიტიკური განაჩენი:

,,ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ მნიშვნელოვანია ხალხმა საბოლოო პოლიტიკური განაჩენი გამოუტანოს ,,ნაციონალურ მოძრაობას’’. სამართლებრივად, ამის შემდეგ უკვე მნიშვნელობა არ ექნება. მთავარი არის, რომ ხალმა მარგინალიზება მოახდინოს ამ პოლიტიკური ძალის, რომელიც საქართველოს ზიანის მეტს არაფერს აყენებს. თუკი ქართველი ხალხი სრულად იქნება ამაში კონსოლიდირებული, სრულად გარიყავს და ამ პარტიის მარგინალიზებას მოახდენს, სამართლებრივ ბერკეტს აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს.

რაც შეეხება კოლექტიურ ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ – ამაში იგულისხმება ის დაჯგუფებები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ცდილობენ, წარმოაჩინონ თითქოს არიან ცალკე ორგანიზაციები, სინამდვილეში არიან ,,ნაციონალური ორგანიზაციის’’ ნაწილი. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია.

რაც მთავარია, თავად გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც არიან ვითომ სხვა პარტიაში, იგივე გიორგი ვაშაძე, ბოლოს ისევ აღმოჩნდებიან ხოლმე ,,ნაციონალურ მოძრაობაში’’. შეხედეთ წინა არჩევნების საპარლამენტო სიას, იქ რა პარტიები იყვნენ შესული; შეხედეთ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ იმ განაყოფებს – ,,გირჩი’’, ,,დროა’’, ,,ევროპული საქართველო’’, ,,სტრატეგია აღმაშენებელი’’, ,,ლელო’’ – ეს ყველა არის ნაწილი ,,ნაციონალური მოძრაობისა’’, რომელიც შემდეგ გამოეყვნენ.

ასევე, არიან პარტიები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ,,ნაციონალურ მოძრაობასთან’’, მიყვებიან მათ დღის წესრიგს. სინამდვილეში არანაირი პოლიტიკური და პარტიული მრავალფეროვნება ჩვენთან არ არსებობს, ოპოზიციურ ფლანგზე არის ,,ნაციონალური მოძრაობა’’ და მისი ქოლგის ქვეშ მოქმედი პარტიები, რომლებიც არიან ჩვეულებრივ მისი ნაწილი’’, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...