spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეს არის ისეთივე დივერსიული აქტი, როგორიც იყო "გავრილოვის...

ეს არის ისეთივე დივერსიული აქტი, როგორიც იყო “გავრილოვის ღამე” – გრიგოლ გეგელია

პარტია ,,ლელო საქართველოსთვის’’ საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტთან მწვავე კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების’’ პოლიტიაზე, რაც უკავშირდება ბათუმის პორტში რუსი ტურისტების საკრუიზო ლაინერის შემოსვლას:

,,ეს არის ისეთივე დივერსიული აქტი, როგორიც იყო ,,გავრილოვის ღამე’’, როგორიც არის პუტინისტების შემოშვება ამ ქვეყანაში, პუტინის კრიტიკოსების არ შემოშვება ამ ქვეყანაში.

საქართველოს რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი საზოგადოების, ერისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ პრორუსული დივერსიები ჩაატაროს. რისი მიზანიც, რა თქმა უნდა, არის კრემლის სანუკვარი ოცნების ახდენა – ეს არის, თავის მხრივ, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა.

რა თქმა უნდა, რეალურად ქართულ ხელისუფლებას შეეძლო, რომ ეს გემი არ შემოეშვა, რადგან ძალიან კარგად იყო ცნობილი საზოგადოების პოზიციაც; ძალიან კარგად იყო ცნობილი, რომ ამ გემით გადაადგილდებიან ,,ოკუპაციის შესახებ კანონის“ დამრღვევები. ამის მიუხედავად, საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს გემი საქართველოში შემოსულიყო’’, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...