spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფსევდოლოზუნგები, რომლითაც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ...

“ფსევდოლოზუნგები, რომლითაც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ოპერირებდნენ, ჰაერში გამოკიდებულად დარჩა” – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი კომენტარს აკეთებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ქვეყანაში ძლიერი პროგრესი იგრძნობა, ხოლო დანარჩენი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე:

,,რამდენიმე დღის წინ იყო კონფერენცია, სადაც ევროკავშირის ელჩი ბრძანდებოდა, სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ელჩებიც, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციაც მოწვეული გვყავდა. 

ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შორის, გარკვეული რიტორიკა საქართველოს მიმართ იცვლება. იმიტომ, რომ ის მავნე ნარატივი, რასაც ამკვიდრებდნენ პრაქტიკული, ასე ვთქვათ, ადგილზე გადამოწმებით, რეალურად ჩნდება, რომ საქართველო სულ სხვა განვითარების ეტაპზეა.

ეს ფსევდოლოზუნგები, რომლითაც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ოპერირებდნენ, ჰაერში გამოკიდებულად დარჩა. ამ კონფერენციაზეც აღმოჩნდა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს მართლაც ძლიერი პროგრესი. არა გარკვეული, არამედ ძლიერი პროგრესი.

ყველა ობიექტური მოცემულობა ისევე, როგორც ადრე, როცა არ მოგვანიჭეს კანდიდატობა და პერსპექტივა მოგავნიჭეს, მითუმეტეს, დღეს, საქართველოში არის სრული მზაობა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ამ წლის ბოლოსთვის მოგვანიჭოს. დანარჩენი, რომ იტყვიან, არის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ისე რა კარგი ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა ირაკლი კობახიძის განცხადება აქაურ აგენტურაზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმიანება ანალიტიკოსი...

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...