სამშაბათი, მაისი 7, 2024

“მთელი ცხოვრება ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი და ვიცი ზუსტად, თუ რა შეუძლია ერთიანობას და გაერთიანებას მოიტანოს” – რევაზ კემულარია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” წევრი, რევაზ კემულარია სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში შეფასებებს აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებაზე – ,,გამარჯვების პლატფორმის” შექმნასთან დაკავშირებით:

,,ყოველთვის მომხრე ვიყავი გაერთიანების, მისასალმებელია, როცა ახალგაზრდა თაობა, ახალგაზრდა პოლიტიკოსები ერთმანეთში პოულობენ საერთო იდეას, იდეოლოგიას და მიზანს – საქართველოს და ჩვენი სამშობლოს სასარგებლოდ. აი, ასეთ გაერთინებას ყოველთვის მივესალმები.

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ოდნავ მაინც არის ჩახედული ქართულ პოლიტიკაში, ამავე დროს არის პატიოსანი და წესიერი, ეს არის სამაგალითო და ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია. ჩვენ დავიღალეთ უკვე ერთმანეთის ლანძღვა-გინებით, ვინ ვის ლანძღავს, ვინ ვის აქებს – რაღაც ისეთი, აბსურდული სიტუაცია შეიქმნა.

მე ძალიან მოხარული ვარ. ნეტავ, სხვებიც გაერთიანდებოდნენ, ყველა ერთად. მე მთელი ცხოვრება ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი და ვიცი ზუსტად, თუ რა შეუძლია ერთიანობას და გაერთიანებას მოიტანოს.

ასე, რომ გიორგი ვაშაძესაც, სხვებსაც, თუ მოინდომებენ, ჭკუა, გონება, ხედვა არ აკლიათ. მთავარია, წესიერად და პატიოსნად ემსახუროს სამშობლოს და ერს”, – განაცხადა რევაზ კემულარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული