ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამედიცინო პერსონალისგან სიგნალები მოდის, ისინი შიშობენ იმის გამო,...

“სამედიცინო პერსონალისგან სიგნალები მოდის, ისინი შიშობენ იმის გამო, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ” – სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სოფო ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით:

,,მაისის შემდგომ განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს ის სისხლის გადასხმას. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ძალიან ხშირად თან ახლავს რიგი გართულებები. მათ შორის, რამდენიმე დღის წინ იყო მძიმე ალერგიული რეაქცია.

სამედიცინო პერსონალისგან სიგნალები მოდის, ისინი შიშობენ იმის გამო, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ.

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებია.

მივმართავ სახალხო დამცველს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – დაუყოვნებლივი რეაგირება მოხდეს ამ ყველაფერთად დაკავშირებით!

რამდენიმე დღეში გაიხსნება მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები. ის მზად არის თქვენთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, როგორც ყოველთვის, თქვენთან, ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში. გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

“ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – ლელა ჯეჯელავა

ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, ერთგვარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...