პარასკევი, მაისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მოქალაქეებს ძალიან კარგად ახსოვთ ნაცი როგორ ძალადობდა...

“საქართველოს მოქალაქეებს ძალიან კარგად ახსოვთ ნაცი როგორ ძალადობდა ფიზიკურად და კარგად ხედავს ოცნება როგორ ძალადობს დღეს ფსიქოლოგიურად” – გიორგი გახარია

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას სკანდალურ განცხადებას ავრცელებს:

უკვე ძალიან ბევრი ფაქტია მუნიციპალურ დონეზე “ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობის. მათ შორის, პარლამენტშიც- იუსტიციის საბჭოს წევრები ერთად აირჩიეს.

ქოლ-ცენტრები არის იდეალური მაგალითი, როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ნაცები და ქოცები. ქოლ-ცენტრები არის იდეალური მაგალითი, ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე, როგორ შოულობენ მილიარდებს ნაცებიც და ქოცებიც. მერე გამოვლენ და იტყვიან, რომ კოალიცია არ გვაქვსო.

შენ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, ძალაუფლება გინდა იმისთვის, რომ ფული იშოვო, ფულს ვისთანაც შოულობ ის არის შენი ნამდვილი პარტნიორი. ეს ქოლ-ცენტრები არის ყველაზე კარგი მაგალითი ქოცების და ნაცების თანამშრომლობის. თუ ასე არ არის, აბა ან ერთმა, ან მეორემ თვითონ დააინიცირონ ამ კომისიის შექმნა. ამიტომ არის, რომ არც გამოძიება და არც ამ კომისიის შექმნა არ უნდათ. ეს კომისია რომ შეიქმნას, ერთმანეთზე მოუწევთ ჩვენების მიცემა.

ამ ორმა ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ. საქართველოს მოქალაქეებს უბრალოდ არ უნდათ გააკეთონ არჩევანი ნაცსა და ქოცს შორის. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახსოვს ნაცი როგორ ძალადობდა ფიზიკურად და კარგად ხედავს ოცნება როგორ ძალადობს დღეს ფსიქოლოგიურად. ადამიანმა არჩევანი ხომ დაიმსახურა? ახლა რეალურად არჩევანი არ არსებობს, არსებობს ფსიქოლოგიური მოძალადე, რომელიც გაშინებს და გაშანტაჟებს ფიზიკური ძალადობით. მერე გამოვლენ და გეტყვიან ღირსებაზე რამეს. ღირსებაა ეს? ეს ყველაფერი რომ ხდებოდეს სხვაგან და სხვა დროს, შეიძლება კომპრომისებზე გვეფიქრა. წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია, ამიტომ ეგრე ვეღარ იქნება“, – აცხადებს გიორგი გახარია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა” – კახა...

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...