spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გიგა ბოკერია ჩემი საყვარელი პოლიტიკოსი იყო, ცუდია რომ...

“გიგა ბოკერია ჩემი საყვარელი პოლიტიკოსი იყო, ცუდია რომ შექმნა პარტია, რომელთან ურთიერთობას ყველაზე ტოქსიკურ გოგოსთან ურთიერთობა მირჩევნია” – ცოტნე კობერიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე “ევროპულ საქართველოსა” და გიგა ბოკერიასთან თავისი დამოკიდებულების შესახებ საუბრობს:

მოკლედ, ყველა იმ ადამიანს, ჟურნალისტს, მეგობარს, თანაპარტიელს, სხვა პრტიელს – ბოდიშს ვუხდი იმის გამო, რომ ვუმტკიცებდი ევროპულ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა შესაძლებელიათქო.

მათი ის პოზიცია რომ მე კარგ ამომრჩეველს დავაგროვებ და რაც არ უნდა ცუდად ვიქცეოდე მაინც ხომ დამელაპარაკებით არჩევნების წინ არის სისულელე.

მე ატომისტი ვარ, ვუყურებ ინდივიდებს, სულ რომ ჩემმა ოჯახმა, შეყვარებულმა, ძმაკაცმა, დაქალმა, მთელმა საქართველომ მისცეს ხმა, მე მკიდია. იდეოლოგიური თანხვედრა აფერისტობაა როცა ადამიანს როგორც ღირებულებას ვერ განიხილავ, თუ მას პატივს არ სცემ, შეუძლებელია მისი ავტონომიურობის და უფლებების გესმოდეს.

მოჩვენებითი იდეოლოგიური თანაკვეთა იაგოსთან და ვახოსთან რომ მაქვს ეგეთი უნდა, ოფისში ილია ჭავჭავაძის პოსტერი რომ გიკიდია არ ნიშნავს რომ შენ მისი რამე გცხია.

ჰოდა, იმის მუქარა რომ ხმებს წამართმევ, ისე როგორც ფანდრაიზერი წამართვით და ყოფილი თანაპარტიელი, ღიმილს იწვევს და იცოდეს ევროპულმა საქართველომ აი მარტო მე და ჩელემ, ერთი კამერა და შტატივი რომ დავიჭიროთ, ცოტა ხანს ჭკუა და გონება მაგ კუთხით დავძაბოთ, ვინ ვის რას წავართმევს მაგასაც ვნახავთ.

უბრალოდ ახლა იმის მიზნად დასახვა რომ ევროპულმა საქართველომ კონკურენცია ვერ გამიწიოს არაფრის მომცემია, სხვა ამბიციით ვმოძრაობთ.

გიგა ბოკერია ჩემი საყვარელი პოლიტიკოსი იყო, ცუდია რომ შექმნა პარტია, რომელთან ურთიერთობას ყველაზე ტოქსიკურ გოგოსთან ურთიერთობა მირჩევნია.

პს. აქეთ დავბლოკე დავასწარი, გშურდეთ💅🏼“, – წერს ცოტნე კობერიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას” – კახა კალაძე

„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ....

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ბრწყინვალედ ჩატარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" XIII...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...