შაბათი, მაისი 10, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ცდილობენ ამ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას, რათა საბოლოოდ სააკაშვილი...

“ცდილობენ ამ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას, რათა საბოლოოდ სააკაშვილი ნელი სიკვდილისთვის გაწირონ” – მალგოჟატა გოშიევსკა ინციდენტზე პოლონელ ექიმთან დაკავშირებით

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი, მალგოჟატა გოშიევსკა პოლონურ მედიაში ინტერვიუს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებულ სკანდალზე. მისი განცხადებით, პოლონურმა მხარემ უზრუნველყო პროცესის გამჭვირვალობა, ხოლო მომხდარი ფაქტით ცდილობენ, რომ სანდოობა დაუკარგონ უცხოელი ექიმების დასკვნას:

,,ქართული მხარე ნიმუშების აღების მთელ პროცესს აფიქსირებდა, რის შესახებაც პოლონელმა ექიმებმა შესანიშნავად იცოდნენ. ამიტომ, ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ყველაფრის ფონზე ისინი შეეცადნენ ასეთი ფორმით წაეღოთ რაღაც ნიმუში.

აშკარაა, რომ ეს შეკერილი საქმეა. მიზანი კი არის ის, რომ ექიმების მუშაობის შედეგებს სანდოობა დაუკარგონ და არა ის, რომ სააკაშვილმა მიიღოს ის სამედიცინო დახმარება, რომელიც მას ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნებს.

ქართველი ექიმებიც მონაწილეობდნენ ნიმუშების აღებაში. ნიმუშები აიღეს 2-ჯერ – ერთი ნაწილი საქართველოში დარჩა, მეორე კი პოლონეთში ჩამოიტანეს.
პოლონურმა მხარემ უზრუნველყო გამჭვირვალობა. ეს ნიმუშები დაილუქა, როგორც საჭიროა ისე. ამიტომ ცდილობენ ამ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას, რათა საბოლოოდ სააკაშვილი ნელი სიკვდილისთვის გაწირონ”, – განაცხადა მალგოჟატა გოშიევსკამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...