spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ესეც მორიგი საბოტაჟია: პოლიტპატიმარი ჟურნალისტი, რუსული კანონი, რუსეთთან...

“ესეც მორიგი საბოტაჟია: პოლიტპატიმარი ჟურნალისტი, რუსული კანონი, რუსეთთან ფრენების აღდგენა, ახლა კიდევ ეს. კიდევ იზამენ, უარესსაც” – ნიკა გვარამია

რუსეთის აქტიურობას, საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის გახსნასა და მის ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება ნიკა გვარამია და აცხადებს, რომ აღნიშნული საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რომ ევროკავშირის ქვეყნის სტატუსი არ მოგვცენ:

საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი იხსნება და რუსეთი სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს. წარმოუდგენელი ამბავია, კატასტროფიული!

და ახლა ისევ იმას ვამტკიცებთ, რომ ამათ სტატუსი უნდათ? თუნდაც “რაღაცის სანაცვლოდ”, “ბიძინა ევაჭრება”, “დათქმების გარეშე უნდათ” თუ სხვა ჩვენს მიერვე მოგონილი ვარაუდებით და ფორმულირებებით?

ყველაფერს იზამენ, რომ შემთხვევით ემანდ მართლა არ მივიღოთ. როგორც აქამდე აკეთებდნენ – როგორც კი შანსი გაჩნდებოდა და გაიჟღერებდა ევროსტრუქტურებში, მაინც მივცეთ მიუხედავად ყველაფრისაო, ყველა ასეთ შემთხვევაში მორიგი ანტიევროპული კატასტროფით კლავდნენ ამგვარ შესაძლებლობებს. ესეც მორიგი საბოტაჟია: პოლიტპატიმარი ჟურნალისტი, რუსული კანონი, რუსეთთან ფრენების აღდგენა, ახლა კიდევ ეს. კიდევ იზამენ, უარესსაც.

უნდა დავიჯეროთ ბოლობოლო, რომ არ უნდათ სტატუსი მიიღოს საქართველომ და სამწუხაროდ მიაღწევენ კიდევაც ამას. იანუკოვიჩივით ღიად უარს არ ამბობენ, უბრალოდ, ახსოვთ ის ამბები როგორ შემოუბრუნდა იანუკოვიჩს. ამიტომ აქეთ რომ გვითხრან უარი, იმას ჩალიჩობენ და წარმატებითაც.

რა ვიცი, მგონი ზედაპირზეა ეგ ამბავი და ვერ ვხვდები, რა არის ამაში დაუჯერებელი. არ შეიძლება ასე ცუდად იცნობდე მოწინააღმდეგეს, ვერასდროს ვერ დაამარცხებ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას” – კახა კალაძე

„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...