spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ არ ვაპირებთ ტალახის სროლას და კინკლაობას ოპოზიციურ...

“ჩვენ არ ვაპირებთ ტალახის სროლას და კინკლაობას ოპოზიციურ პარტიებთან” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორი უნდა იყოს ოპოზიციური სპექტრის სტრატეგია:

,,ზუსტად გვაქვს გაანალიზებული ის შეცდომები, რასაც წლების მანძილზე ოპოზიცია უშვებდა არჩევნების დროს. არცერთ ამ შეცდომას არ გავიმეორებთ!

ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ გვჭირდება სხვა ძლიერი ცენტრები, – გვჭირდება. ჩვენ არ ვაპირებთ ტალახის სროლას და კინკლაობას ოპოზიციურ პარტიებთან.

ოპოზიციურ პარტიებთან კინკლაობა ნიშნავს უკვე არსებული ოპოზიციის ხმებს შორის გადანაწილებას და ჩვენ არსებული ხმების გადანაწილებისთვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ, არამედ ,,ქართულ ოცნებას” პროდასავლურად განწყობილი ელექტორატის ძირითადი მასა რომ ჩამოაკლდე.

ეს უნდა იყოს მიზანი, მაგრამ ზოგ ოპოზიციურ პარტიას არეული აქვს ეს მიზანი და ჰგონია რომ ,,სტრატეგია აღმაშენებლისა’’ და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ერთობას თუ ჩამოაკლებს 2% და ბარიერს გადალახავს, ეს არის ეროვნული ამოცანა. გეუბნებით, ეროვნული ამოცანა არის საქართველოს რუსული რეჟიმისგან განთავისუფლება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...