ჟურნალისტ ვახო ვანაიას მწვავე პოზიცია-შეფასებები “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერ, პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუასთან მიმართებაში:
“ამ ზარქუას გარშემო არავინა ჰყავს, უთხრას, რომ იუმორი უბრალოდ არა აქვს ?! მდარეც კი. არიან ასეთი ადამიანები – უბრალოდ, იუმორი არა აქვთ, მაგრამ მაინც ჯიუტად ,,ხუმრობენ”. ეგ ეგეთია. ეს ვინმემ უნდა უთხრას. ყველას ჰკიდია გარეთ და შიგნით კიდევ ხანდახან საჭიროა რეგვენები, თავისი როლი აქვთ. ამიტომ რადგან სხვა არავინ ეტყვის, მე ვეუბნები.
მეორეც, განათლება არა აქვს. ასეთი ადამიანებიც არიან. უწიგნურები. ზარქუა ასეთია – ყველა მისი კომენტარი ადასტურებს, რომ საერთოდ არაფერი წაუკითხავს. ვისაც ორი წიგნი მაინც წაუკითხავს, ის ხვდება, რომ ამას არასდროს გადაუშლია წიგნი. სხვა რომ რაღაცას ხვდება შენზე და შენ ვერ ხვდები საკუთარ თავზე, ზუსტად ეს ვარიანტია.
მესამე, თუ ჰგონია ეგ თავისთვის საკმარს იშოვის და ბოლოს პასუხს მხოლოდ ბიძინა აგებს, ასე არ იქნება – რა, რა და ზარქუა ბიძინას ჭკუაში ვერ აჯობებს. ტყეში წაიყვანს და უკან მარტო დაბრუნდება. მისი უშუალო პატრონები რომ გადაიჩეხებიან, ზუსტად მაშინ დასრულდება მისი ამბავიც და არც არაფერი შერჩება, თუ რამე აქვს მოქუჩებული, ქეშსაც კი უკან მიატანინებენ – ან ბიძინა ან ახალი მთავრობა. მარტო შეტენვა არ ჰყოფნის გადარჩენას.
მოკლედ, ამ ქვეყნის არ არის, სადღაც სხვაგანაა და ვიღაცამ უნდა უთხრას. ამჯერად მე ვიქნები ეს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

