spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმთავარია, არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და ყველა...

მთავარია, არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და ყველა პროდასავლელმა ამომრჩეველმა იპოვოს სასურველი არჩევანი ოპოზიციურ ერთობებს შორის – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე ორი პარტიის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებას ეხმიანება:

სტრატეგია აღმაშენებლის“ და ენმ-ს ბაზაზე „გამარჯვების პლატფორმის“ დაანონსებისთანავე საღერღელი აეშალათ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს, საქართველოს ხელისუფლებას რომ არქმევენ საკუთარ თავს. ღელვის გამძაფრების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ავტორიტარულ რეჟიმებს თუ რამე აშფოთებთ ეროვნული ინტერესის გარშემო ოპოზიციის ძალთა კონსოლიდაცია და საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაა.

2024 წლის გარდამტეხი არჩევნები გველოდება, სადაც საქართველოს ევროპული არჩევანი და მომავლის პერსპექტივა ხალხის სასარგებლოდ უნდა გაფორმდეს. ამ ვითარებაში მთავარია, არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და ყველა პროდასავლელმა ამომრჩეველმა იპოვოს სასურველი არჩევანი ოპოზიციურ ერთობებს შორის. ამისთვის ერთი და ყველაზე მძლავრი ოპოზიციური ცენტრის არსებობასთან ერთად საჭიროა მეორე, მესამე არჩევანი და შესაბამისად გამახვილებული, პროდასავლური ღირებულებების მქონე პოლიტიკური ჯგუფების არსებობა მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...