საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს ახალი გაერთიანების ,,გამარჯვების პლატფორმის“ შექმნის შესახებ:
,,დაფუძნდა პლატფორმა ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ მონაწილეობით. ამას ჩვენ პირობითად დავარქვით ,,გამარჯვების პლატფორმა“. ჩვენ ვუპასუხეთ საზოგადოების მოთხოვნას.
საზოგადოების დაკვეთა იყო ერთიანობა. ჩვენ გადავდგით ამ ერთიანობისთვის ნაბიჯები. ჩვენ გვჭირდება კოალიცია არა პარტიებს შორის მხოლოდ, არამედ მოქალაქესთან, ხალხთან.
ჩვენ არანაირ თანამდებობას არ ვინაწილებთ, არამედ ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს რუსულ რეჟიმთან ბროლის დროს. სიაში იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში თავს გამოიჩენს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


