spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კაცს, რომელიც ბავშვობაში სამშობლოდან იძულებით იქცა დევნილად და...

“კაცს, რომელიც ბავშვობაში სამშობლოდან იძულებით იქცა დევნილად და დღემდე სახლში ვერ ბრუნდება უსამშობლო უწოდო, ეს არის ფსკერი” – გია ხუხაშვილი დავით არახამიაზე

წარმოშობით ქართველი, აფხაზეთიდან დევნილი, უკრაინელი პოლიტიკოსის, უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის დავით არახამიას მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ნეგატიურ შეფასებებს მწვავე საპასუხო შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:

არახამია ბევრს რომ არ მოსწონს, ეს გასაგებია…

შესაბამისად, არ გამიკვირდება, რომ ის სხვადასხვა მწარე ეპითეტებით მოიხსენიონ, მათ შორის აგინონ კიდეც…

მაგრამ კაცს, რომელიც ბავშვობაში სამშობლოდან იძულებით იქცა დევნილად და დღემდე სახლში ვერ ბრუნდება უსამშობლო უწოდო, ეს არის ფსკერი, რომლითაც ცნობიერად, თუ ქვეცნობიერად ქართული ოცნების მესიჯ-მეიქერი აჩვენებს საკუთარ ზიზღს ყველა ლტოლვილის მიმართ.

ეს “სპიკერებიც” თუთიყუშებივით იმეორებენ…

უსამშობლოს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ერგო პატივი იბრძოლოს ქვეყნისთვის, რომელიც მისდაუნებურად, გარემოებების გამო იქცა მის მეორე სამშობლოდ და ამით დაიცვას თავისი პირველი სამშობლოც რუსული ოკუპაციისგან.

ამას აკეთებენ პოლიტ-ტექნოლოგიური ურა-პატრიოტიზმით და ყალბი პათეტიკით, ადამიანები, რომლებიც სამშობლოს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების პრიზმაში განიხილავენ.

არ დაგავიწყდეთ, ეს ის ხალხია, რომელიც “სისხლიან ცხრა წელზე” ღაღადებს და ბუჩქებიდან არ გამომძვრალან, როდესაც იმ წლებში ჩვენ რეჟიმს ვუპირისპირდებოდით.

მიუხედავად ამისა, “უსამშობლოს” მათაც ვერ დავუძახებ, რადგან სამშობლო ასეთებსაც აიტანს“, წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვიღაც “შესტიორკა” კობახიძე აქედან ასწავლის უკრაინის გმირ პრეზიდენტს, რომ თურმე მე უკრაინას “ბევრი დავუშავე”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“გადავრჩეთ და გადავარჩინოთ თუ ვდეგრადირდეთ და ქოცობაში ჩავკლათ მომავალი?!” –

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე კონკრეტულ მძიმე რეალობაზე მიანიშნებს: "არადა როგორი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...