spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდედაქალაქში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა გრძელდება - კახა...

დედაქალაქში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა გრძელდება – კახა კალაძის განმარტებები

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ ხუთ ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ოჯახებიდან ოთხი მათგანი ჩუღურეთში, ხოლო ერთი – სამგორში ცხოვრობს.

2017 წელს, წინასაარჩევნოდ თბილისის მოსახლეობას დავპირდით, რომ დაკანონების პროგრამას წამოვიწყებდით. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში და გარკვეული მიზეზების გამო, მას ვერ იკანონებდნენ. საუბარია იმ საცხოვრებელ ფართებზე, რომელიც სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო. დღეის მდგომარეობით, 2 700-მა ოჯახმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. კიდევ ხუთ ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი, მათგან ოთხს ჩუღურეთში, ხოლო ერთს სამგორში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, რაიონულ გამგეობებს მიმართონ.

ვისაც ანალოგიური პრობლემა გაწუხებთ, უნდა მიმართოთ იმ რაიონის გამგეობებს, სადაც ცხოვრობთ. გამგეობის თანამშრომლები აგიხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

“რეჟიმის ცვლილებას სჭირდება თავისუფალი არჩევნები, სადაც დემოკრატიული პარტიები მივიღებთ მანდატს მოქალაქეებისგან” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ხელისუფლების ცვლილების მთავარი წინაპირობები დაასახელა, პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...