spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვეხმაურებით სახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს წინანდალში ორგანიზებულ...

“ვეხმაურებით სახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს წინანდალში ორგანიზებულ შეხვედრასთან დაკავშირებით” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება წინანდალში ორგანიზებულ შეხვედრასთან დაკავშირებით გაკეთებულ ნეგატიურ შეფასებებს:

ვეხმაურებით სახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს წინანდალში ორგანიზებულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

სახელისუფლებო მედია საშუალებებმა ამ შეხვედრას სრულიად გაუმართლებელი პოლიტიკური კონოტაცია მისცეს ისე, რომ ჩვენთან, როგორც ამ შეხვედრის ორგანიზატორებთან არც კი გადაამოწმეს შეხვედრის მიზნებისა და შინაარსის შესახებ ინფორმაცია.

სინამდვილეში, წინანდალში მიმდინარე სამდღიანი გასვლითი შეხვედრა კონფლიქტებისა და სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინკლუზიის საკითხებს დაეთმო. მისი მიზანი იყო დიალოგის სივრცის შექმნა აქტივისტებს, აკადემიასა და პოლიტიკურ და მედია ჯგუფებს შორის. შეხვედრის ფარგლებში მეტწილად, ის ინდივიდუალური პოლიტიკოსები და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მოვიწვიეთ, ვისთანაც ამ თემაზე დისკუსიის გამოცდილება გვქონდა. შეხვედრაზე მოწვეული იყო ქართული ოცნების არა ერთი წევრი, მათ შორის, მიხეილ სარჯველაძე, ნინო წილოსანი, გია ვოლსკი, ზაურ დარგალი, სავალან მირზოევი, სუმბარ კიურეღიანი. ასევე, რამდენიმე საჯარო მოხელე. სამწუხაროდ, ისინი შეხვედრას არ შემოუერთდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ვიმსჯელეთ არაერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ საკითხზე, მათ შორის: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები, არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიურ თემებში მიმდინარე პოზიტიური საზოგადოებრივი პროცესები, ასევე, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები და პერსპექტივები, სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის გზაზე გაჩენილი ახალი შესაძლებლობები უკრაინის ომის კონტექსტში, პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და ის, თუ როგორ უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკურმა აქტორებმა საზოგადოების ხმები და ინტერესები.

სამწუხაროდ, ეს საკითხები, პარტიების პოლიტიკურ დღის წესრიგში სუსტადაა წარმოჩენილი და ჩვენი მიზანი სწორედ მათში მეტი ინტერესის გამოწვევა იყო.

ამ ფონზე სრულიად დაუსაბუთებლად და თვითნებურად სახელისუფლებო მედია ირწმუნება, რომ წინანდალში „რევოლუციური გეგმა“ მზადდებოდა და ამ შეხვედრას ბიზნესმენი თემურ ჭყონია და პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ღონისძიებასთან პრეზიდენტსა და ბიზნესმენს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და მათ მონაწილეობა არ მიუღიათ შეხვედრის არცერთ კომპონენტში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს, მიმართოს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, სახელისუფლებო მედიასაშუალებების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონე და სახელისუფლებო მედიის პროპაგანდისტული მიდგომები ართულებს საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული დღის წესრიგის შექმნას და ამ დღეებში მიმდინარე მოვლენები ამის აშკარაა მაგალითია. ამგვარი აგრესიული თავდასხმების მიზანი სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის პარალიზება და აპათიის დათესვაა. პოლარიზაციისა და მტრობის კულტურის ხელოვნური კულტივირების მიუხედავად, ჩვენ მომავალშიც შევეცდებით შევქმნათ შინაარსზე, საზოგადოებრივ ინტერესებზე და დემოკრატიულ კულტურაზე დაფუძნებული სივრცეები პოლიტიკურ, აკადემიურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მღვრიე წყალი ბოლოსდაბოლოს იწმინდება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პროსეცებში შექმნილ რეალობას,...

“25 ივნისს ჩანიშნული პროცესი პროკურატურის მოთხოვნით “უცაბედად” 11 ივნისს გადმოინიშნა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქ.ო. მთელი გულით უნდა გულშემატკივრობდეს ფაშინიანის დამარცხებას და ამას ორი...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი თავის მოსაზრებას აფიქსირებს სომხეთის არჩევნებთან დაკავშირებით...

“რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები სომხეთში?” – ზურაბ ბატიაშვილი

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სომხეთში 7 ივნისის დაგეგმილი არჩევნების გეოპოლიტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“როდესაც შიშმა აღარ იმუშავა: სომხეთის არჩევნების მთავარი გაკვეთილი” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

7 ივნისს სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ ქვეყნის შიდა...

“პირადი ხასიათის კონფლიქტები შეგნებულად თუ შეუგნებლად არის დიქტატორის დაკვეთის შესრულება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...