spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვეხმაურებით სახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს წინანდალში ორგანიზებულ...

“ვეხმაურებით სახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს წინანდალში ორგანიზებულ შეხვედრასთან დაკავშირებით” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება წინანდალში ორგანიზებულ შეხვედრასთან დაკავშირებით გაკეთებულ ნეგატიურ შეფასებებს:

ვეხმაურებით სახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს წინანდალში ორგანიზებულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

სახელისუფლებო მედია საშუალებებმა ამ შეხვედრას სრულიად გაუმართლებელი პოლიტიკური კონოტაცია მისცეს ისე, რომ ჩვენთან, როგორც ამ შეხვედრის ორგანიზატორებთან არც კი გადაამოწმეს შეხვედრის მიზნებისა და შინაარსის შესახებ ინფორმაცია.

სინამდვილეში, წინანდალში მიმდინარე სამდღიანი გასვლითი შეხვედრა კონფლიქტებისა და სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინკლუზიის საკითხებს დაეთმო. მისი მიზანი იყო დიალოგის სივრცის შექმნა აქტივისტებს, აკადემიასა და პოლიტიკურ და მედია ჯგუფებს შორის. შეხვედრის ფარგლებში მეტწილად, ის ინდივიდუალური პოლიტიკოსები და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მოვიწვიეთ, ვისთანაც ამ თემაზე დისკუსიის გამოცდილება გვქონდა. შეხვედრაზე მოწვეული იყო ქართული ოცნების არა ერთი წევრი, მათ შორის, მიხეილ სარჯველაძე, ნინო წილოსანი, გია ვოლსკი, ზაურ დარგალი, სავალან მირზოევი, სუმბარ კიურეღიანი. ასევე, რამდენიმე საჯარო მოხელე. სამწუხაროდ, ისინი შეხვედრას არ შემოუერთდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ვიმსჯელეთ არაერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ საკითხზე, მათ შორის: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები, არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიურ თემებში მიმდინარე პოზიტიური საზოგადოებრივი პროცესები, ასევე, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები და პერსპექტივები, სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის გზაზე გაჩენილი ახალი შესაძლებლობები უკრაინის ომის კონტექსტში, პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და ის, თუ როგორ უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკურმა აქტორებმა საზოგადოების ხმები და ინტერესები.

სამწუხაროდ, ეს საკითხები, პარტიების პოლიტიკურ დღის წესრიგში სუსტადაა წარმოჩენილი და ჩვენი მიზანი სწორედ მათში მეტი ინტერესის გამოწვევა იყო.

ამ ფონზე სრულიად დაუსაბუთებლად და თვითნებურად სახელისუფლებო მედია ირწმუნება, რომ წინანდალში „რევოლუციური გეგმა“ მზადდებოდა და ამ შეხვედრას ბიზნესმენი თემურ ჭყონია და პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ღონისძიებასთან პრეზიდენტსა და ბიზნესმენს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და მათ მონაწილეობა არ მიუღიათ შეხვედრის არცერთ კომპონენტში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს, მიმართოს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, სახელისუფლებო მედიასაშუალებების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონე და სახელისუფლებო მედიის პროპაგანდისტული მიდგომები ართულებს საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული დღის წესრიგის შექმნას და ამ დღეებში მიმდინარე მოვლენები ამის აშკარაა მაგალითია. ამგვარი აგრესიული თავდასხმების მიზანი სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის პარალიზება და აპათიის დათესვაა. პოლარიზაციისა და მტრობის კულტურის ხელოვნური კულტივირების მიუხედავად, ჩვენ მომავალშიც შევეცდებით შევქმნათ შინაარსზე, საზოგადოებრივ ინტერესებზე და დემოკრატიულ კულტურაზე დაფუძნებული სივრცეები პოლიტიკურ, აკადემიურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

შსს: “კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გორში სამართალდამცავების მხრიდან...

“მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე,🙂 არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში"...

“ეს არის მახე, რომლის მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებს უთხრან, ნახეთ რა იდილიური გარემოა, რა დემოკრატიაა,...

“ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში...

“კავკასიაში რუსეთს დარჩა ერთადერთი კოზირი – საქართველოს ხელისუფლება, რომლის გათამაშებასაც აუცილებლად შეეცდება” – გია...

სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს და ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სინამდვილეში კობახიძემ ბრიფინგზე ივანიშვილი მიწასთან გაასწორა” – არჩილ გამზარდია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე,...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...