კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმი"Air Baltic" მგზავრებს ბათუმში დასვენების მიზეზებს აცნობს

“Air Baltic” მგზავრებს ბათუმში დასვენების მიზეზებს აცნობს

ავიაკომპანია ,,Air Baltic” მგზავრებს ბათუმში მოგზაურობის 10 მიზეზს უზიარებს. კომპანიის საბორტო ჟურნალში ბათუმის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მომზადებული სტატიები ივნისი, ივლისისა და აგვისტოს პერიოდშია გამოქვეყნებული. სტატიებში წამორჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ქართული ტრადიციები და სამზარეულო, მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, ქართული სტუმართმოყვარეობა, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებები.

ავიაკომპანია ,,Air Baltic” 70-ზე მეტ მარშრუტს ანხორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. მათ შორისაა პირდაპირი ფრენები რიგადან ბათუმის მიმართულებით, რომელიც გასული წლის ზაფხულს პირველად შესრულდა და წელს ივლისის ბოლოდან განახლდება. ჟურნალი ,,Baltic Outlook” მგზავრებს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ, აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან, სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტის შეძენას. ჟურნალს საშუალოდ 300,000 მგზავრი ეცნობა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...