spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და...

“ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და საზოგადოების მოტყუებისგან” – რატი ბრეგაძე

კლინიკა “ვივამედიში” პოლონელ ექიმთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს, კიდევ ერთხელ, ამჯერად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განმარტებებით, ეხმაურება იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე:

მსჯავრდებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს, გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ უბრალოდ რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოყვა.

ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ვიყავით და ვართ ჩვენი პირობის ერთგული, შევუშვით პოლონელი ექიმები და გავატანეთ მათ ასევე ოფიციალურად აღებული ნიმუშები. თუმცა, მოგვიანებით, ვიხილეთ ექიმის მიერ, ყველა წესის დარღვევით, მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშების ფეხსაცმლის მეშვეობით მალულად გატანის მცდელობა.

საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით, გეტყვით, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. ამ ეტაპზე მეტ დეტალებზე არ ვისაუბრებთ.

ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და საზოგადოების მოტყუებისგან.

დაველოდოთ ოფიციალურ განმარტებას“, – წერს რატი ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“მე ვფიქრობ, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების მშობლები ერთიანად უნდა გამოვიდნენ და პასუხი გასცენ კობახიძეს” –...

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის კონკრეტულ მინიშნებას, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...