საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს NATO-ს სამიტთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ საქართველო სწორ დროს უნდა გახდეს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი:
,,პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი სანამ, ითქვა რომ, – რუსეთს არ დაამარცხებს. კითხვა მაქვს, თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, მაშინ NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა? ასევე ითქვა, რომ სანამ უკრაინა ომობს რუსეთთან, უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა. რატომ? თქვეს, რომ ,,ჩვენ მესამე მსიფლიო ომს ვერ დავუშვებთ”. NATO ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს გაწევრიანების მიმართულებით, უკრაინისთვის. ჩვენ, საქართველომ ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენ თავზე.
სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ. ჩვენ უნდა მივყვეთ თანმიმდევრულად ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, ნატოს და საბოლოო ჯამში, გახდეს სწორ დროს, როცა ამის დრო იქნება ევროკავშირის და NATO-ს წევრი.
უკრაინა არ იყო მიწვეული იმ მთავარ პანელზე და სამიტზე, არამედ ვახშამზე იქნა მიწვეული. მე გეტყვით, ასევე, რომ ჩემთანაც იყო გარკვეული შემოთავაზება – ვახშამზე იყო საუბარი. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ ასე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოჩინდა ქვეყანა. ამით არაფერი არ დაუკარგავს ჩვენ ქვეყანას. ეს ზედმეტი ალიაქოთი, ხმაური არის აბსოლუტურად უსარგებლო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


