spot_img
მთავარიკანონი და სამართალისპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის პროფესიულ...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე ერთი მოქალაქე ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 13 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულა“-ს ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი თემო ხუხია ინტერვიუს ჩასაწერად მივიდნენ ქალაქ ბათუმში, მცხოვრებ ნ. ძ. – სთან, რა დროსაც ნ. ძ. გახდა აგრესიული და სალომე ბოკუჩავას ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში, ასევე ორივე ხელი მოუჭირა თავზე და თავით მიაჯახა კედელს. ჟურნალისტმა აღნიშნული ქმედების გამო განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ნ.ძ. – ს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. აღნიშნულის საფუძველზე, 2023 წლის 14 ივლისს ნ.ძ.-ს მიმართ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...