spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს იყო წინასწარ, კარგად ორგანიზებული ღონისძიება ჩემი, როგორც...

“ეს იყო წინასწარ, კარგად ორგანიზებული ღონისძიება ჩემი, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტის, დასაშინებლად” – ნოდარ მელაძე

ტვ ,,პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის მანქანის ძარცვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მანქანიდან მხოლოდ მეხსიერების ბარათია წაღებული. დაკავებულია არასრულწლოვანი პირი.

საგამოძიებო სამსახურში ჩვენების მიცემის შემდეგ, ნოდარ მელაძემ კომენტარი გააკეთა, სადაც აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება, მისი ვარაუდით, პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება და მიაჩნია, რომ ძარცვა წინასწარ ორგანიზებული იყო:

,,მივეცი ჩვენება, სადაც მკაფიოდ დავაფიქსირე, რომ მომხდარი უკავშირდება, ჩემი აღქმით, ჩემს პროფესიულ საქმიანობას. მითხრეს, რომ დაკავებული არის ერთი პირი, რომელიც არის არასრულწლოვანი, რაც ადასტურებს იმ ვერსიას, რაც მანამდე მქონდა, რა გზითაც წავიდოდნენ.

შესაბამისად, ახლა პოლიციამ, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაასაბუთოს, არასრულწლოვანი მანქანაში რომ შეძვრა, იქიდან არ წაიღო არც საათები, არც სათვალეები, არაფერმა არ დააინტერესა და დააინტერესა მხოლოდ მეხსიერების ბარათმა, რომელიც რაში სჭირდებოდა და რა დანიშნულება აქვს, შეიძლება არც იცოდეს. ეს, შესაბამისად, უდიდესი საეჭვო გარემოებაა.

მსგავს საქმეებზე ხომ ვიცით, რომ ფორმალური გამოძიება ხდება ხოლმე. გამოავლენენ სიმბოლურად ვიღაც დაკავებულს და ამით ისტორია მთავრდება.

დღეს, ჩემთვის პირადად მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ ეს იყო წინასწარ, კარგად ორგანიზებული ღონისძიება ჩემი, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტის დასაშინებლად”, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

“საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს” – ირაკლი...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით კონკრეტულ...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...