პარასკევი, ივნისი 27, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პაციენტი უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს და ჩვენ...

“პაციენტი უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია” – ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

,,ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პოლონელი ექიმების ვიზიტსა და საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით:

,,გუშინწინ, ჩვენ შევხვდით პოლონელ კოლეგებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ვიზიტით ჩვენთან კლინიკაში. შეხვედრა იყო ძალიან საგნობრივი და კოლეგიალური. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის ჯანმრთელობის საკითხები. ისინი გაეცნენ ავადმყოფობის ისტორიას, ნახეს ყველა კვლევა. სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩვენი კვლევების შედეგებს.

ერთადერთი რეკომენდაცია იყო გარკვეული პროცედურა, რომელიც ჩვენ შეთავაზებული გვქონდა ადრე პაციენტისთვის, რაზეც მაშინ უარი განაცხადა, ამ კვლევის ჩატარებაზე. ახალი კვლევები დაინიშნა – ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტალური კვლევები, მსგავსი საუბარი არ ყოფილა.

მე შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტი უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. როდესაც პაციენტი ითვალისწინებს ჩვენ რეკომენდაციებს, შეიძლება არა სრულად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ბევრად უფრო უკეთესად – ეს მხოლოდ სასიხარულოა ჩენთვის”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე მზად ვარ პატიმრობისთვის… პატიმრობა არის დროებითი, სამშობლო და ღირსება არის სამუდამო!” – გიორგი...

სასამართლო პროცესებთან და მის შესაძლო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, "ტვ პირველთან"...

მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...