კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირი) შესაძლო მოწამლვის ფაქტზე და მიაჩნია, რომ ყოველოვე ეს ხელოვნურად შეთხზული საქმეებია:
,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მოტივაცია საქმის აღძვრის არის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. თქვენ [მედიის] გამო დაიწყეს გამოძიება.
მე რომ ჩავაბარო სისხლი, არ არის გამორიცხული, რომ მეც ასე მქონდეს. მარტო მე კი არა ე.ი. ეს მცენარეები რომ გასინჯოთ, განსაკუთრებით გზის პირა მცენარეები, ტყვიის მომატებული შემცველობა ექნებათ აუცილებლად.
მეუფე შიოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება ინტერესი შედის. თუ ვინმემ მოწამლა, ე.ი. ის არ ვარგებულა ვიღაცა ,,მკვლელი”, ვერ მოუწამლავს. ამიტომ არ არის მოწამლული.
ციანიდის სახით, ასევე, არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ. არავითარი ციანიდის საქმე არ არსებობს სინამდვილეში, იქაც ესე იყო – აღიძრა გამოძიება, რა იყო, როგორ იყო. მოკლედ, ეს ხელოვნური საქმეებია – ესეც და ისიც. აბსოლუტურად ხელოვნური”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


