spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბევრი რეფორმა უკავშირდება მის სახელს, ამიტომ მე სიამოვნებით...

“ბევრი რეფორმა უკავშირდება მის სახელს, ამიტომ მე სიამოვნებით ვისურვებდი, რომ გიორგი ვაშაძე ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ტვ ,,პირველის” გადაცემა ,,დღის ამბებში” ყურადღებას ამახვილებს იმ პრიორიტეტებზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი ხალხისთვის და რეალურად ვის შეუძლია მოსახლეობის დაკვეთის შესრულება:

,,ხაზს ვუსვამ, პირობებს აყენებს, დაკვეთას იძლევა საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოქალქეს უნდა საქართველო ევროპაში, სამუშაო ადგილი, ქვეყანაში სიკვდილი არ იყოს გამეფებული. ჩვენ გვინდა განვითარებული საქართველო. ეს არის დაკვეთა და ჩვენ ვერგებით ამ დაკვეთას.

შესაბამისად, არცერთ პარტნიორს, მათ შორის, არც ,,ნაციონალურ მოძრაობას” პირობებით არ ველაპარაკებით. მთავარი პირობა არის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ ,,ქართული ოცნება” ხელისუფლებას.

[გადაცემის წამყვანის შეკითხვა]: არის თუ არა პრემიერობის კანდიდატად ვაშაძის დასახელება თქვენი წინადადება?

პირდაპირ სიმართლეს ვიტყვი, რომ კონკრეტულ კანდიდატურაზე გადაწყვეტილება მიღებულია, ესე ნამდვილად არ არის. ჩვენ ხალხს უნდა შევთავაზოთ პოზიტივიც, არამარტო ცუდია ,,ქართული ოცნება”, არამედ რას გავაკეთებთ ჩვენ. თუ ობიექტური კრიტერიუმები იქნება პრემიერ-მინისტრობის შერჩევის, ახალგაზრდა კაცმა, გიორგი ვაშაძემ, მინისტრის მოადგილე იყო ადამიანი, 28 წლის ასაკში გააკეთა უნიკალური რეფორმა. ამაზე საუბრობდნენ ინგლისის პარლამენტში, ჰილარი კლინტონი, რომელიც იყო ჩამოსული და საქართველო იყო რეფორმების ჩემპიონი. გიორგი ვაშაძეს მარტო არ გაუკეთებია, იმ მთავრობამ და იმ გუნდმა გააჩინა ამის შესაძლებლობა, ობიექტურად უნდა ვთქვათ.

იდეაფიქსი გიორგი ვაშაძისთვის, ,,სტრატეგია აღმაშენებლისთვის” არ არის არანაირი სკამი, მით უმეტეს, არც პრემიერ-მინისტრობა, მაგრამ კრიტერიუმების შეფაბამისად ,,რა გაუკეთებია” და ,,რის გაკეთებას ჰპირდება მოქალაქეებს” – გიორგი ვაშაძეს შანსი ჰქონდა და საქართველოში აკეთებდა, შემდეგ შანსი მიეცა (რადგანაც აქ არ ჰქოდა ეს შანსი) უკრაინაში და ალბანეთში აკეთებდა იგივე რეფორმას. ბევრი რეფორმა უკავშირდება მის სახელს, ამიტომ მე სიამოვნებით ვისურვებდი, რომ გიორგი ვაშაძე ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, არა თუ კანდიდატი, იმიტომ რომ ადამიანმა 28 წლის ასაკში მიაღწია იმას, რომ მის რეფორმაზე, მისი გუნდის მიერ ჩატარებულ რეფორმაზე ლაპარაკობდა მსოფლიო, მას რომ მიეცეს შესაძლებლობა და იყოს პრემიერ-მინისტრი, წარმოგიდგენიათ საქართველო სად იქნებოდა”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...