“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა NATO-ს კომუნიკეს ეხმაურება, რომელიც, საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეფასებით, მოლოდინებს ვერ პასუხობს:
“პოლიტიკოსებო, ექსპერტებო, კომენტატორებო და უბრალოდ ამ ქვეყნის გულშემატკივრებო! გთხოვთ, ნუ გააღვივებთ პესიმიზმსა და უნუგეშობას ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილების გამო.
არაფერი აპოკალიპტური არ მომხდარა. ეს არის ამერიკის ინტერესებისათვის სრულიად პრაგმატული გადაწყვეტილება, ისე დაასუსტოს რუსეთი, რომ ნატოს ტერიტორიაზე კონფლიქტი არ გადაიტანოს. არავინ მიუშვებს რუსეთს უკრაინის დამარცხებამდე. ნებისმიერ საჭირო მომენტში შეიძლება გადაწყვეტილება მყისიერად იქნეს მიღებული. ახალი ფორმატი ამისთვის შესაძლებლობას ტოვებს.
უკრაინა კი იხდის თავისუფლების მაღალ ფასს, რომელიც აუცილებლად კომპენსირდება ამ ქვეყნის სწრაფი განვითარებით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.