spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის მოთხოვნა, რომ უნდა ჩამოვიდე და ვისაუბრო პოლიტიკურ...

“ის მოთხოვნა, რომ უნდა ჩამოვიდე და ვისაუბრო პოლიტიკურ ჭრილში სააკაშვილის საკითხზე, არ არის მართებული” – გიორგი ზაქარაშვილი

საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის დატოვების შემდეგ განმარტებებს აკეთებს უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით და კონკრეტულ ეჭვებს გამოთქვამს, რომ ვიღაცის ინტერესშია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფუჭება:

,,გარკვეულ ძალებს აწყობდათ ამ საკითხის აქტუალიზაცია. ამასთანავე, საქართველოს და უკრაინის ურთიერთობების გაფუჭება. როგორც არა ერთხელ ვთქვი, კიდევ გავიმეორებ, ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან იყო დიდი შეცდომა, რაც გამოჩნდება კიდევაც უახლოეს მომავალში.

უკრაინაშიც და საქართველოშიც არიან პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, ვის ინტერესშიც არ არის ორმხრივი ურთიერთობის განვითარება, ერთმანეთის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ როდესაც რეალიზაცია მოხდა ზოგადად ევროინტეგრაციული ტრიოს იდეის, ეს საკმაოდ წარმატებული პროექტი იყო. როგორც პროექტმა და ტრიომ, სამი ქვეყნის ერთიანობამ ამ ევროინტეგრაციის გზაზე, საკმაოდ კარგი შედეგები გამოაჩინა. შესაბამისად, ვიღაცას დღესაც სჭირდება ამ ერთობის დარღვევა, საქართველოს ე.წ. ასე ვთქვათ – ცოტა ჩამორჩენა ამ თემაში, რაც შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. ეს არის, ალბათ, სრული დიდი მიზანი და არის ცალკეული ფრაგმენტები, რომელთა შორის ერთ-ერთი არის, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის საკითხი.

საქართველოს გარშემო არა ერთი რუსეთის ბაზაა განლაგებული. შესაბამისად, ესეთ პირობებში, რასაც საქართველო აკეთებს უკრაინისთვის, როდესაც არის უპირობო პოლიტიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა, არ ვიცი, მეტი რა შეგვიძლია და არ ვაკეთებთ? ზოგჯერ მართლა ვუსვამდი ამ შეკითხვას უკრაინელ მეგობრებს. რას არ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია?! – ფაქტიურად, ამაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია.

თავიდანვე, ის მოთხოვნა, რომ უნდა ჩამოვიდე და ვისაუბრო პოლიტიკურ ჭრილში სააკაშვილის საკითხზე, არ არის მართებული, ვინაიდან ეს შეუძლებელია. არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა სცეს ყველამ, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჰაი, დავბრუნდი, ისევ ისე მიყვარხართ როგორც მიყვარდით❤️ შეიძლება უფრო მეტადაც კი” – ნანუკა ჟორჟოლიანი

3-დღიანი პატიმრობის შემდეგ, თავისუფალია ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა...

“დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კრიტიკულ ტელებიზიებს მხარდაჭერას უცხადებს: “სოციალურ...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...