spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ქვეყნის ერთერთი მთავარი პრობლემა არის სოციალური, პირადი...

“ამ ქვეყნის ერთერთი მთავარი პრობლემა არის სოციალური, პირადი და პროფესიული როლების არცოდნა” – ნათია ფანჯიკიძე

მოთმინებით ველი, გონიერება როგორ გაიკვალავს გზას ადრე თუ გვიან და მაქსიმალურად ყველა ადამიანი თავის ადგილს აზრიანად დაიკავებს, უკეთესზე იოცნებებს და რაც მთავარია, იმას გაარჩევს, რა არის უკეთესი“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს:

ამ ქვეყნის ერთერთი მთავარი პრობლემა არის სოციალური, პირადი და პროფესიული როლების არცოდნა.

ესეც სსრკ-მ მოიტანა, მთელი თავისი სიმახინჯით და ადამიანების დეინდივიდუაციით, ერთმანეთში ღორის სალაფავივით გადაზელვით, სადაც, მაგალითად, ქურდი, გრუს აგენტი, ყველაფრის სპეციალისტი და პროფესორი ერთდროულად შეიძლებოდა ყოფილიყო ვინმე.
ამიტომაა, რომ პოლიციელების თვალწინ, დამრბევი ბანდა სხვის ქონებას ინაწილებს, პოლიციელი კი ამ “ნადავლის სიხარულის” მონაწილეა. მღვდელი ნაქურდალს აკურთხებს, ხალხის ნაწილი კი ამაში უცნაურსაც ვერაფერს ხედავს.

როლების არცოდნის გამოა, რომ პროფესორი და ხულიგანი, პოლიტიკოსი და ქუჩის ბიჭი, ერთნაირად მეტყველებს და ერთნაირ აგრესიას ავლენს ნებისმიერის მიმართ, ვინც მისგან ოდნავ განსხვავებულად ფიქრობს ან გამოხატავს აზრს და ღმერთმა დაიფაროს, მითუმეტეს თუ მას არ ჰგავს.

ამ როლების არცოდნის და გინდაც არარსებობის გამოა ერთმანეთის მიმართ წაყენებული არასწორი მოლოდინებიც.

ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ეს ერთნაირობა ერმანეთის გაგებას კი არ უზრუნველყოფს, არამედ პირიქით, კომუნიკაციის სრულ მოშლას, რადგან ადამიანს თუ ადამიანურს, ანუ კულტურით, დასწავლით შეძენილს გადააცლი, მისგან ველური ინსტინქტებიღა რჩება.
როლების არცოდნა ნიშნავს იმას, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა თავის თავის შესახებ რაიმე ღრმა და ქვეცნობიერი, ან რაიმე ღირებულებითი კი არა, რაც ხელისგულზეა, ისიც არ იცის. ამიტომ არ იცის მომავლისგან რა უნდა, არც ის იცის, რომელი პროფესიის ადამიანსიგან რა მოითხოვოს, მთავრობას რა სთხოვოს და საკუთარ თავს რა დაავალოს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც იმედიანად ვარ. მოთმინებით ველი, გონიერება როგორ გაიკვალავს გზას ადრე თუ გვიან და მაქსიმალურად ყველა ადამიანი თავის ადგილს აზრიანად დაიკავებს, უკეთესზე იოცნებებს და რაც მთავარია, იმას გაარჩევს, რა არის უკეთესი,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...