ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რუსოვსის ინტერვიუ შედგა ტელეკომპანია “ფორმულაზე”, სადაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა:
“[მიხეილ სააკაშვილი] 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, საბერძნეთში რომ ერთად ვიყავით, მას შემდეგ არ მინახავს. მინდა მასთან შეხვედრას დაველოდო, როცა განთავისუფლდება, სხვა დროსა და ვითარებაში, თავისუფლებისა და [კარგი] ჯანმრთელობის პირობებში ნაკლებად გამიჭირდება პირად საკითხებზე საუბარი.
მაგრამ, ის ფაქტი, რომ ის არის სულ ჩაკეტილი, უდანაშაულოდ და რომ ასე დიდხანს გრძელდება, ასე მწვავედ მიმდინარეობს, ეს, რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი ოჯახისთვის არის ძალიან მტკივნეული. ეს ფაქტია! იმედი არის, იმედი არსებობს, რომ ამ საერთაშორისო ძალისხმევით, ასევ თქვათ, ზელენსკის თამადობით, ეს შეიცვლება“, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

