spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მანიპულაცია, გაყალბება ხმის მიცემის პროცედურის დროს არის დანაშაული"...

“მანიპულაცია, გაყალბება ხმის მიცემის პროცედურის დროს არის დანაშაული” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 3 ივლისს ჩატარებული კენჭისყრის ოქმი პარლამენტიდან გამოითხოვა, იმის გასარკვევად გაყალბდა თუ არა პარლამენტში ხმის მიცემის პროცესი. საკითხთან დაკავშირებით ,,მთავარი არხის” ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე:

,,მანიპულაცია, გაყალბება ხმის მიცემის პროცედურის დროს არის დანაშაული. მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ვეტოს დაძლევას და ძალიან მნიშვნელოვან თემას.

მე არ მჯერა, რომ პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით მხოლოდ შეიძლება ჭეშმარიტების დადგენა ამ საკითხზე.

,,ქართული ოცნება” რომ არ იყოს ხელისუფლებაში, ვიტყოდი – გამოძიება არის საჭირო. ის, რომ ვთქვა – საგამოძიებო კომისია უნდა შევქმნათ, აბსურდის სახეს მიიღებს ეს ყველაფერი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის: საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კენჭისყრის შედეგები ეჭვის ქვეშ დააყენა პარტია “გირჩმა”, რაც უფრო გაძლიერდა მას  შემდეგ, როცა მედიის მიერ მომხრიდან ვიზუალური კადრებით დადგინდა, რომ კენჭისყრის მომენტში კონკრეტული დეპუტატები, რომლებიც მომხრედ დაფიქსირდნენ, დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“ნიკა მელიას თავდადება, სიმტკიცე და შეუპოვრობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილის...

პარტია "ახალი" განცხადებას ავრცელებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...