spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული მავნებლური კამპანიის მიზანია მსჯავრდებულის თავისუფლების...

“ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული მავნებლური კამპანიის მიზანია მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება” – რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმეზე და მიხეილ სააკაშვილის გარშემო მყოფ ადამიანებს მიმართვას, რომ აჟიოტაჟის ნაცვლად მსჯვარდებულს ექიმების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდონ:

,,ქართული სასამართლოს მეშვეობით მსჯავრდებული სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები.

ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული, მავნებლური კამპანიის მიზანია მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის, სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე.

იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით სარგებლობენ და სიმართლისთვის თვალის გასწორების შიშით პრემიერის მოხსენებისას დარბაზიდან გარბიან, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პირველ რიგში, ისინი სწორედ საკუთარ ამომრჩეველს აყენებენ ძალიან დიდ შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა. საკუთარ დამოკიდებულებას სახელმწიფოს მიმართ რითიც აჩვენებენ არის ის, რომ საგაზაფხულო სესიის დახურვისას, საქართველოს ჰიმნის დროსაც არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. საქმე გვაქვს სწორედ ამ ,,პოლიტიკურ ძალასთან“. სწორედ ამ ,,პოლიტიკოსებს“ სურთ, მსჯავრდებულის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა და მის ხარჯზე პოლიტიკურ წარსულში გადაბარგების, თუნდაც, ძალიან მცირე ხნით გადავადება.

მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდირებულ საკვებს. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, რომ ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, შეასრულოს ექიმების რეკომედნაციები, მიიღოს იმ რაოდენობის და სახეობის საკვები, რასაც ექიმები ეუბნებიან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“მანამდე გაუშვებენ 3-დღიან თუ 10-დღიან პატიმრობაში, ვიდრე კანონის პატივისცემას არ ისწავლიან” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე დაპატიმრებებს კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ტროტუარზე...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...