spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაც უფრო სწრაფად იფიქრებს ამ საკითხის გადაწყვეტაზე ბიძინა...

“რაც უფრო სწრაფად იფიქრებს ამ საკითხის გადაწყვეტაზე ბიძინა ივანიშვილი, მით უკეთესია არა მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის და პერსონალურად მისთვის” – ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

,,მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი კლინიკა ,,ვივამედში“ მოინახულა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმე სწრაფ და დადებით გადაწყვეტილებას საჭიროებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დროულად უნდა მიიღოს:

,,გუშინ, შეხვედრა მქონდა საერთაშორისო აქტორებთან, უბრალოდ ჩავრთე, მაინტერესებდა, მე თვითონ რომ მენახა მიშა პირველად. ერთად მოვინახულეთ და წარმოუდგენელი რეაქცია მე რომ მქონდა, ეს გასაგებია, მაგრამ მათაც წარმოუდგენელი რეაქცია ჰქონდათ.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება. ეს საკითხი არის გადასაწყვეტი. რაც უფრო სწრაფად იფიქრებს ამ საკითხის გადაწყვეტაზე ბიძინა ივანიშვილი, სწრაფად და დადებითად, ერთადერთი გადაწყვეტა ამ საკითხს აქვს მხოლოდ დადებითი, მით უკეთესია არა მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის და რაც მთავარია, პერსონალურად მისთვის.

ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება უკრაინიდან. სხვანაირად, უბრალოდ, შეუძლებელია. მათი მოქალაქე პირდაპირ ეთერში… განლევა აქვს ადამიანს ჩვეულებრივად.

არცერთი თავმოყვარე სახელმწიფო, უკრაინის თავმოყვარეობაზე თუ ვინმეს შეკითხვები ჰქონდა – ახლა ყველანი ვხედავთ, საკუთარი მოქალაქის წინაშე ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

“რეჟიმის ცვლილებას სჭირდება თავისუფალი არჩევნები, სადაც დემოკრატიული პარტიები მივიღებთ მანდატს მოქალაქეებისგან” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ხელისუფლების ცვლილების მთავარი წინაპირობები დაასახელა, პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა,...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...