spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლებამ ევროკომისიის 12-ვე პრიორიტეტი შეასრულა. არავითარი საბაბი არ...

“ხელისუფლებამ ევროკომისიის 12-ვე პრიორიტეტი შეასრულა. არავითარი საბაბი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის მიერ დაწესებული 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა. პრესკონფერენციის ფორმატში, მან მედიას და საზოგადოებას დეტალურად გააცნო პრიორიტეტების შესრულების ეტაპები.

პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ, შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, არავითარი საბაბიც კი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ დროს წინასწარ არასდროს იცი, როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, ასევე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინსტიტუტების ეფექტიანობის, სასამართლო, საარჩევნო და საჯარო სამსახურის რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებების, დეოლიგარქიზაციის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მედიაგარემოს, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, სახალხო დამცველის არჩევის, დეპოლარიზაციის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ კანონმდებლობის მიმართულებებით.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ევროკომისიის მოთხოვნებზე და ამ მიმართულებით მომდევნო თვეებში გადასადგმელ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

რომ შევაჯამოთ, არის 18 კონკრეტული მოთხოვნა შესასრულებელი. რაც გამოიკვეთა ევროკომისიის ანგარიშში, აქედან 10 უკავშირდება პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაღაცეები გაკეთდა, კანონმდებლობა არსებითად შეიცვალა და ახლა ითხოვენ ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში სათანადოდ დანერგვას.

ორი რეკომენდაცია უკავშირდება ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებს, თანამდებობის პირთა არჩევას.

ერთ რეკომენდაციაში საუბარია საბჭოს წევრების არჩევაზე, სამოქმედო გეგმის შემუშავებას ეხება ერთი რეკომენდაცია, კანონის არმიღებას ითხოვენ ორ შემთხვევაში, ეს ეხება დეოლიგარქიზაციას და ცესკო-ს საკითხს და ამაზე გვექნება კონსულტაციები.

ყველა ეს პუნქტი რომ შევაჯამოთ, აშკარად ჩანს, რომ რაღაცის არ გაკეთებას არავინ გვედავება. საუბარია პრაქტიკაში დანერგვაზე და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე.

ხელისუფლებამ, პარლამენტის ჩართულობით შეასრულა 12-ვე პრიორიტეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრესკონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს კითხვებს დეტალურად უპასუხა და მათთან ერთად მიმოიხილა რეკომენდაციების შესრულების ეტაპები.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

“მოსწავლეებზე სისტემური ძალადობა “ქართული ოცნების” “ნოუ ჰაუ” ხდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...