spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კობახიძე - 19 აპრილის შეთანხმებაში იყო არაერთი...

ირაკლი კობახიძე – 19 აპრილის შეთანხმებაში იყო არაერთი პუნქტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სამართლებრივ სტანდარტებსა და პრინციპებს. ეს იყო საბოტაჟის და შანტაჟის ქვეშ ხელმოწერილი შეთანხმება და როცა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე ვმსჯელობთ, კონკრეტული სახელმწიფოებრივი მიზანი გვამოძრავებს

ჩვენი მიზანია ხელოვნურად არ შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. დღეს ვხედავთ ამის ნიშნებს, რომ ვიღაცეებს უნდათ ასეთი კრიზისის შექმნა ცესკო-ში“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავდნენ.

ირაკლი კობახიძემ 19 აპრილის შეთანხმება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ მოაწერეს ხელი მაშინ, – 31 მარტს დოკუმენტის პირვანდელ ვერსიას, უკავშირდებოდა სწორედ ცესკო-ს.

ეს არის პრინციპული საკითხი. თუ არჩევნების მიმართ განხორციელდა ეს საბოტაჟი, რომელიც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განახორციელა პარლამენტის მიმართ, ამ შემთხვევაში ქვეყანა შედის უბრალოდ ჩიხში. ჩვენ ვერ მივცემთ ვერავის იმის საშუალებას, რომ ქვეყანა შეიყვანოს ჩიხში და ცესკო-ს მუშაობა შეიყვანოს ჩიხში.

ჩვენ კონკრეტული სახელმწიფოებრივი მიზანი გვამოძრავებს, როდესაც, ამ ვეტოს დაძლევაზე ვმსჯელობთ. საბოლოო ჯამში რასაც მოვაწერეთ ხელი, ის ვერსიაც არ შეესაბამებოდა ევროპულ პრაქტიკას და სამართლებრივ სტანდარტებს და პრინციპებს, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით. წავედით პოლიტიკურ კომპრომისზე და სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ აღარასდროს დავუშვებთ ასეთი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერას, რაც ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს ეს შეთანხმება არის ანულირებული, რადგან „ნაცმოძრაობამ“ და დამატებით სამმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი არ მოაწერა ამ შეთანხმებას. შესაბამისად რაც იყო, ისიც არ ვარგოდა და რაც არ ვარგოდა, ისიც არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ გვაქვს არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური არც მორალური ვალდებულება გავყვეთ არასწორ პუნქტებს, რაც იყო ჩადებული 19 აპრილის შეთანხმებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...