spot_img
მთავარიდებატები"ოპოზიცია გაექცა დებატებს, რასაც მარტივი მიზეზი აქვს -...

“ოპოზიცია გაექცა დებატებს, რასაც მარტივი მიზეზი აქვს – მათ არაფერი აქვთ სათქმელი. დებატები პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ დასრულდა ანგარიშით 10/0” – ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია გაექცა დებატებს, ამას მარტივი მიზეზი აქვს – მათ არაფერი აქვთ სათქმელი, ყველა წინა დებატები პრემიერ-მინისტრთან დასრულდა ანგარიშით 10-ით 0, პრემიერის სასარგებლოდ. მოლოდინიც ეხლაც იყო იგივე და ეს მოლოდინი კიდევ ერთხელ გაუმართლდათ. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა, რომ ეს დებატებიც დასრულდა იგივე ანგარიშით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ- მინისტრის წლიური ანგარიშის შემდგომ გამართულ პოლიტიკურ დებატებზე.

შევდივართ მათ მდგომარეობაში და კარგად გვესმის, რომ გაურბიან ყოველ ჯერზე დებატებს. ჩვენი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, გინდა ფორმალური დაუძახეთ გინდა არაფორმალური, ფაქტია, რომ კასპში ამომრჩეველთან შეხვედრის მომიზეზებით გაექცა დებატებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაც ეხება საქართველოს გასული წლის განვითარებას და რაც შეიძლება პარლამენტში განიხილო. საპარლამენტო უმრავლესობას აქვს ფუფუნება ისედაც განიხილოს პრემიერთან და მთავრობის წევრებთან საქმიანობის შედეგები, – სწორედ ეს არის ერთიანი გუნდი. და ოპოზიცია კი ამ უნიკალურ შანსს – წელიწადში ერთხელ დაუსვას არსებითი კითხვები საქართველოს პრემიერს განვითარების უმნიშვნელოვანეს თემებზე, არ იყენებს:

არ დამეზარა და მარტივი სტატისტიკა ვაწარმოე დღეს თუ რა კითხვები დაისვა ოპოზიციის მხრიდან, – რაღაცამ ხომ უნდა დაგაინტერესოს – რა ხდება ქვეყანაში, ეკონომიკა როგორ ვითარდება, სოფლის მეურნეობაში რა ხდება, ან საგარეო მიმართულებით რა ხდება, უსაფრთხოების თემები და აშ. ეკონომიკა არის უმსხვილესი თემა და შეუძლებელია არ დაგაინტერესოს რა ხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. იქნებ ცოტაა ეს ორნიშნა ზრდა და უნდა გვქონოდა სამნიშნა. რადიკალურ ოპოზიციას ეკონომიკაზე ჰქონდა 0 კითხვა. აღარ ვსაუბრობ ენერგეტიკაზე, რეგიონულ განვითარებაზე, სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმზე – ყველგან 0 კითხვა.

რაც შეეხება ჯანდაცვას და სოციალურ თემებს აქ იყო „ცხოველი“ ინტერესი ორივე შემთხვევაში – 0 – კითხვა. განსაკუთრებული ინტერესი იყო, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართ – ასევე – 0 კითხვა.

დაისვა 2 შეკითხვა იყო, ერთი ლოკალურ თემას უკავშირდებოდა, ერთი რეპროდუქციის მონაკვეთს, მადლობა ოპოზიციას ამისთვის. საოცარი შედეგია.

საგარეო თემებზე კი სამი უხარისხო შეკითხვა დაისვა – ყველა თვალსაზრისით და ანალოგიურად თავდაცვაზე ერთი სრულიად უხარისხო კითხვა. ეს არის ოპოზიციის სტატისტიკა. მთელი დღის განმავლობაში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა პრემიერისგან მოესმინათ პასუხები ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე და კითხვებს არ სვამენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, აქედან ჩანს, რომ ოპოზიციას არ აქვს დღის წესრიგი ქვეყნის ინტერესების თვალსაზრისით და ერთადერთი მათი დღის წესრიგი არის რასაც დაავალებენ და მეორე კი სუბიექტური, – რომ რაღაცნაირად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, – „მეტი არაფერი აინტერესებთ რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და ეს სტატისტიკა ამ ყველაფრის უტყუარი დასტურია“.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ნებისმიერ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“ბევრი დაგროვდა უბრალოდ, თორემ ისე, არანაირი სისტემური ძალადობა, კამერებს მიღმა ანგელოზები მოძრაობენ ფორმებში” –...

სამართალდამცავ სისტემაში მომხდარ ცალკეულ ძალადობრივ ფაქტებს იხსენებს “ოპოზიციის ალიანსის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...