შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პოლიტიკაში ყოფნას, პარლამენტში ყოფნას, უნდა ჰქონდეს ერთადერთი მიზანი,...

“პოლიტიკაში ყოფნას, პარლამენტში ყოფნას, უნდა ჰქონდეს ერთადერთი მიზანი, ცვლილების შესაძლებლობის მოპოვება და მისი მიღწევა” – ნიკა მელია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში ყოველწლიური მიმართვით წარსდგა, რასაც, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტით, ეხმაურება და მწვავე შეფასებებს აკეთებს ნიკა მელია:

მთავრობა, მისი პოლიტიკა და კურსი რომ რუსულია, ეს ნათელია. დღეს პარლამენტში რაც ხდება არის უნიჭო სპექტაკლი.

ფსევდო პრემიერის „ანგარიში“ – სიყალბე და ტყუილი რომ არის, აშკარაა თითოეული ოჯახისათვის:

საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, მაშინ როდესაც საკვების ყიდვაც პრობლემაა;
საუბრობს უსაფრთხოებაზე და ქუჩაში გასვლაა საფრთხის შემცველი;
საუბრობს მშვიდობაზე და ქვეყანაში კადიროველები და ლავროვები დასეირნობენ უკონტროლოდ.

როგორია მთავრობა ეს ხალხმა იცის, ჩვენი, ოპოზიციის ამოცანა კი სიცხადის შეტანა, ალტერნატივის შეთავაზებაა, უნდა ვაჩვენოთ კონტრასტული სხვაობა.

თუ არის ოპოზიცია პარლამენტში, უნდა ასახავდეს იმ ცვლილების საჭიროებას რომელიც აქვს ხალხს და ასხივებდეს ცვლილების შესაძლებლობას – დარბაზში კი მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ოპოზიციონერი დეპუტატია.

თუ ოპოზიცია არის პარლამენტში, უნდა იყოს კონკრეტული მიზნით და ასახოს ხალხის ინტერესი, ამისთვის კი პირველ რიგში ფიზიკურად უნდა იყოს და აჩვენოს სიმართლისათვის ბრძოლის მაგალითი.

თუ პარლამენტის ტრიბუნას იყენებ – უნდა გამოიყენო, თუ მანდატი გიდევს ჯიბეში და პარლამენტში არც კი დადიხარ- პარლამენტი უნდა დატოვო. სხვა შემთხვევაში სამართლიანად რჩება შთაბეჭდილება რომ ოპოზიციური მანდატი ბიზნესის ლობირებისთვის, ან სხვა მდგომარეობის მოსაპოვებლად გჭირდება.

შემდეგ პარლამენტში შესვლაზე პრეტენზია ალბათ აქვს დღევანდელი დეპუტატების უმეტესობას, ამისთვის კი, სათქმელი მაინც ხომ უნდა გქონდეს რა გააკეთე წინა პარლამენტში.

პოლიტიკაში ყოფნას, პარლამენტში ყოფნას, უნდა ჰქონდეს ერთადერთი მიზანი, ცვლილების შესაძლებლობის მოპოვება და მისი მიღწევა; პოლიტიკურ პროცესში უნდა ვიყოთ არა პროცესისათვის, არამედ შედეგისათვის“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...