spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის ომის, რეგრესის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ...

“ეს არის ომის, რეგრესის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ” – ირაკლი კობახიძე

დღეს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. მწვავე იყო როგორც მთავრობის მეთაურის, ასევე ოპოზიციის გამოსვლები. ჟურნალისტებთან კომენტარში დაფიქსირებულ პოზიციაში პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით და მძიმე შეფასებები გააკეთა ოპოზიციის მიმართ:

,,ნაც. მოძრაობა“ ღიზიანდება, როდესაც მათ საკუთარ სახელს არქმევენ. ეს არის ჩვეულებრივი ,,ომის პარტია“, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა. ეს არის რეალობა. ამაზე კიდევ ერთხელ მოუწია, რა თქმა უნდა, პრემიერს აქცენტის გაკეთება. ბუნებრივია, ამაზე ღიზიანდებიან კოლექტიური ,,ნაც. მოძრაობის“ წარმომადგენლები.

რატომ? იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სინამდვილეში ისინი ჩვენს ქვეყანას მტრობენ. ამას აკეთებდნენ ისინი, როცა ხელისუფლებაში იყვნენ 9 წლის განმავლობაში, ასევე, ახლა, როდესაც 11 წლის განმავლობაში არიან ოპოზიციაში.

მათ, ბუნებრივია, აღიზიანებთ, როდესაც ერქმევათ ის სახელი, რომელიც სინამდვილეში უნდა ერქვათ. ეს არის ომის, რეგრესის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...