spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიწვალებითა და ვირეშმაკობით შეკოწიწდა დღევანდელი შეხვედრის ფორმატი -...

წვალებითა და ვირეშმაკობით შეკოწიწდა დღევანდელი შეხვედრის ფორმატი – გიგი უგულავა

საარჩევნო სისტემის განხილვის მიზნით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით ორგანიზებული, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემადგენლობისა და სხვა საკითხების ირგვლივ გაჩენილ შეკითხვებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განმარტებებსა და მოსაზრებებს აქვეყნებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა:

მეგობრებო, ბევრი კითხვა ისმის შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით – “საიდან გაჩნდა კაკო ასათიანი”😀.

ფორმატი ქოცებმა შეთავაზეს ელჩებს. ალბათ ორი მიზეზით:

1. ელჩები აწვებოდნენ და რაღაცა უნდა ექნათ;

2. “თემა დახურულია” განაცხადეს და აბა ოპოზიციას ხომ არ შეხვდებოდნენ🤦🏻‍♂️.

ამიტომ მოიგონეს ეს პარლამენტის სპიკერების ფორმატი. (დათო ბაქრაძე არაა თბილისში და გიგა ბოკერიამ ჩაანაცვლა). მერე უცბად აღმოაჩინეს რომ ენმ-ე მოტეხეს შეხვედრიდან. იფიქრეს, იფიქრეს და ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, დაამატეს (გეგონება ეს რაღაც მარადიული სტატუსია😂).

ამასობაში კაკო ასათიანიც იპოვეს და დაპირდნენ დასაპირებელს. ცალკე ინაშვილი დაადგა იქედან თოფით – თქვენ ვის გაუბედეთ მოტეხვაო, ოღონდ, ჰოი საოცრებავ, ირმა ჩვენსკენაა (თვალი არ ეცეს ცალკე მას და ცალკე ჩვენ🙈). ასე წვალებითა და ვირეშმაკობით შეკოწიწდა ეს ფორმატი.

ჩვენ გუშინ ღამემდე და დღესაც დავაყენეთ სამოქალაქო აქტივისტთა წარმომადგენლის ჩართვის საკითხი, რაც სწორი მოსაზრებაა, მაგრამ ქოცებმა ფეხები გაფშიკეს.

მოკლედ, ამაყი და ამპარტავანი ქოცები თავს იტყუებენ და იწყნარებენ, რომ ქუჩის აქციას კი არ ხვდებიან, არამედ ელჩების თხოვნით, პარლამენტის სპიკერებს და როგორც გამოჩნდა ვიცესპიკერებს (ვოლსკიც ამაყად იმზირება😀).

იკითხავთ ეს ხომ მასხარაობაა. ნამდვილად! უკეთესი იქნებოდა ქოცებს შინაარსზე დაეხარჯათ ამდენი დრო და ენერგია, ვიდრე ამ სცენის დადგმაზე და გათამაშებაზე. მეტიც ეს ყველაფერი იმიტომ გაითამაშეს, რომ ჩვენ მაგიდა აგვეყირავებინა და შეგვტენოდა ჩაშლა. აი აქ კი აფეთქდნენ ქოცები თავისსავე ნაღმზე.

ამ პარლამენტის სპიკერთა კოჰორტამ ერთი რამ მაინც იცის კარგად, როგორ არ შეიტენოს და პირიქით აქეთ გატენოს მოლაპარაკებების ჩაშლა😍.

ამდენად, უშედეგოდ თუ დასრულდა ქოცები გადაგდების სპირალის შემდეგ წრეზე ავლენ – ელჩებსაც გადააგდებენ. ჩვენ კი კანონპოექტს მაინც გავაგზავნით ოდირსა და ვენეციის კომისიაში. ასე რომ ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით✌️” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...